Mercazolylum tab 5mg #100
Mercazolylum tab 5mg #100

Mercazolylum tab 5mg #100

უკრაინა

ზდაროვიე
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - Thiamazole
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მეთიმაზოლი ( თიამაზოლი ).
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მეთიმაზოლს ( თიამაზოლს ).
დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი , კალციუმის სტეარატი , რაფინირებული შაქარი , ტალკი .

გამოყენების ჩვენებები:
დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, თირეოტოქსიკური კრიზი, ჰიპერთირეოზი ( ბაზედოვის დაავადება ); თირეოიდექტომიისათვის მომზადება; ჰიპერთირეოზის ოპერაციის შემდგომი რეციდივები; წინასწარი და შუალედური მკურნალობა რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დროს .

გამოყენების წესი და დოზები:
ინიშნება შიგნით , ჭამის შემდეგ , დაუღეჭავად , სითხის დაყოლებით .
საწყისი და ინდივიდუალური დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა . სადღეღამისო დოზა ინიშნება 1 მიღებად ან იყოფა 2-3 ერთჯერად დოზად . მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს .
შემანარჩუნებელი დოზა მიიღება 1 მიღებად საუზმის შემდეგ .
ჰიპერთირეოზი . მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო ფორმებისას ინიშნება 5 მგ (1 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში;
თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას – 10 მგ (2 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში . რემისიის დადგომის შემდეგ ( ჩვეულებრივ 3-6 კვირის შემდეგ ) სადღეღამისო დოზა 5-10 მგ - ით მცირდება ყოველ 5-10 დღეს და თანდათან შეირჩევა მინიმალური შემანარჩუნებელი დოზა მდგრადი თერაპიული ეფექტის მიღებამდე – 5 მგ (1 ტაბლეტი ) დღეში ერთხელ , დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ .
უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის : ერთჯერადი – 10 მგ (2 ტაბლეტი ), სადღეღამისო – 40 მგ (8 ტაბლეტი ). მკურნალობის კურსი 1-2 წელი .
თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას შეიძლება დოზის გაზრდა 60 მგ - მდე დღეში 3-4 მიღებად , მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ( ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევა ) შემანარჩუნებელი დოზა – 5-20 მგ / დღე .
მომზადება თირეოიდექტომიისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომების აღმოფხვრამდე ( ჩვეულებრივ – 3-4 კვირა , ცალკეულ შემთხვევებში – უფრო ხანგრძლივად ); მიღება წყდება 1 დღით ადრე ოპერაციამდე . ოპერაციისათვის მომზადების დროის შემცირების მიზნით დამატებით ინიშნება ß - ადრენობლოკატორები და იოდის პრეპარატები .
მომზადება რადიოაქტიური იოდით მკურნალობისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე .
რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდი ( სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი ). მოზრდილებში ინიშნება დოზით 1.25-10 მგ დღეში და ლევოთიროქსინი მცირე დოზით .

გვერდითი ეფექტები . ნივთიერებათა ცვლის მხრივ : ჰიპოთირეოზი , ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია , ცხელება ; იშვიათად – ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირებით .
Show More
More Info
Brand
ზდაროვიე
Country
უკრაინა
Generic
thiamazole
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page