L-Thyroxin tab 75mkg Berlin-Chame #100
L-Thyroxin tab 75mkg Berlin-Chame #100

L-Thyroxin tab 75mkg Berlin-Chame #100

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - levothyroxine sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ლევოთიროქსინი – 25 მკგ, 50 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100 მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი – 25 ,00 მგ, ჟელატინი – 5,00 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა – 3,50 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 0,50 მგ, მონოჰიდრატების ლაქტოზები – 65,975/65,95/65,925/65,912/65,90/65,888/65,875/65,863/65,85 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თიროიდული საშუალება.
მიღების ჩვენებები
- ჰიპოთირეოზი;
- ეუთირეოიდული ჩიყვი;
- ჩანაცვლებითი თერაპიის სახით და ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო (ოპერაციული მკურნალობის შემდეგ);
- დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი: ანტითირეოიდული საშუალებებით ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ (კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით);
- სადიაგნოსტიკო საშუალების სახით თირეოიდული სუპრესიის ტესტის ჩატარებისას.

მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ჩვენებებიდან გამომდინარე.
ლევოთიროქსინის სადღეღამისო დოზა მიიღება შიგნით, დილით უზმოზე, უკიდურეს შემთხვევაში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით (ნახევარი ჭიქა წყალი) დაუღეჭავად.
ჰიპოთირეოზის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებისას 55 წელზე ნაკლები ასაკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არმქონე პაციენტებში, ლევოთიროქსინი ინიშნება სადღეღამისო დოზით 1,6 – 1,8 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე. 55 წელზე მეტი ასაკის, ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში – 0,9 მკგ სხეულის მასის 1 კგ-ზე.
პაციენტებში მძიმე ხანგრძლივი ჰიპოთირეოზით, მკურნალობა უნდა დაიწყოს განსაკუთრებული სიფრთხილით, დაბალი დოზით – 12,5 მკგ/დღეღამეში, დოზას ზრდიან შემანარჩუნელ დოზამდე დროის შედარებით ხანგრძლივი ინტერვალებით - 12,5 მკგ/დღეღამეში-ით ყოველ 2 კვირაში და უფრო ხშირად საზღვრავენ სისხლში თტჰ-ის კონცენტრაციას.
ჰიპოთირეოზისას ლევოთიროქსინი ინიშნება როგორც წესი მთელი ცხოვრების განმავლობაში. თირეოტოქსიკოზისას ლევოთიროქსინი ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში ანტითირეოიდულ პრეპარატებთან, ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ. ყველა შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ზუსტი დოზირებისათვის აუცილებელია პრეპარატ ლევოთიროქსინის უფრო შესაფერისი დოზირების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
ექიმის მეთვალყურეობით პრეპარატ ლევოთიროქსინის სწორი გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. რეგისტრირებული იყო ალერგიული რეაქციების შემთხვევები ანგიონევროზული შეშუპების სახით.

წინააღმდეგ ჩვენებები
- ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
- არანამკურნალები თირეოტოქსიკოზი;
- არანამკურნალები ჰიპოფიზური უკმარისობა;
- თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალები უკმარისობა;
- გამოყენება ორსულობის პერიოდში ანტითირეოიდულ საშუალებებთან კომბინაციაში;
პრეპარატით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მწვავე მიოკარდიტის, მწვავე პანკარდიტის არსებობისას.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია გალაქტოზის აუტანლობასთან, ლაქტაზის დეფიციტთან, ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომთან.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების: გიდ (ათეროსკლეროზი, სტენოკარდია, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი), არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიისას; შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ხანგრძლივად არსებული ჰიპოთირეოზის, მალაბსორბციის სიდრომისას (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
გერმანია
Generic
levothyroxine sodium
Dose
75მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page