Baume ear dr 5ml fl.#1
Baume ear dr 5ml fl.#1

Baume ear dr 5ml fl.#1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: ყურის წვეთების 1მლ შეიცავს: ქლორამფენიკოლს-50მგ; ბეკლომეთაზონის დიპროპიონატს-0.25მგ; კლოტრიმაზოლს-10მგ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს-20მგ; დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი.

ჩვენება: ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; ყურზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება: ინიშნება 4-5 წვეთი სამ-ოთხჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. 
პრეპარატის ჩაწვეთებამდე დაზიანებული ყურის გარეთა სასმენი მილი უნდა იქნას ბამბით გამოწმენდილი და გამშრალებული, აგრეთვე რეკომენდებულია ყურის წვეთების შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. ბაუმეს ჩაწვეთების შემდეგ რამოდენიმე წთ-ის განმავლობაში თავი უნდა იყოს მოხრილი საწინააღმდეგო მხარეს (დაზიანებული ყურით ზევით), რომ არ მოხდეს პრეპარატის გამოჟონვა ყურიდან.

გვერდითი მოვლენები: ბაუმე, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ადგილობრივად-წვა, ქავილი). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემტხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია: ბაუმეს გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში დადგენილი არ არის.

გამოყენების თავისებურებები: პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. გვერდითი მოვლენების განვითარებისას შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბაუმეს გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

შეფუთვა: 5მლ ყურის წვეთები პოლიმერულ პიპეტიან ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: ყურის წვეთები, 5მლ.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფეროდან ღია მოყვითალო ფერამდე ზეთოვანი სითხე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: შპს ,,ავერსი-რაციონალი”, საქართველო.

www.aversi.ge
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
chloramphenicole+beclomethasone+clotrimazole+lidocaine
Form
წვეთები ყურის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page