ჩვენება: V-გლიპტი 50 გამოიყენება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის საშუალებით. მისი მეშვეობით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი. მკურნალი ექიმი დანიშნავს V-გლიპტ 50-ს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან, რომლებსაც უკვე იყენებს პაციენტი, თუ ისინი დიაბეტის კონტროლისთვის საკმარისად ეფექტური არ არიან. მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, სათანადოდ ვერ მუშობს. იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გლუკაგონს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის დონის შემცირებას სისხლში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში შაქრის წარმოქმნას, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ორივე ნივთიერებას კუჭქვეშა ჯირკვალი წარმოქმნის. V-გლიპტი 50-ის ზემოქმედებით კუჭქვეშა ჯირკვალში მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი წარმოიქმნება, რაც სისხლში შაქრის კონტროლის საშუალებას იძლევა. პრეპარატი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც დიაბეტის გართულებების პრევენციის ხელშემწყობია. მაშინაც, თუ პაციენტი დიაბეტის სამკურნალო საშულებას გამოიყენებს აუცილებელია დაიცვას რეკომენდებული დიეტა ან-და გააგრძელოს ვარჯიში.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. თუ პაციენტი თვლის, რომ შეიძლება ჰქონდეს ალერგია ვილდაგლიპტინის ან V-გლიპტი 50-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, ეს პრეპარატი არ მიიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი: ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყალთან ერთად.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.