thioctovens 12mg/ml 50ml solution for I.V. infusion vial N1
thioctovens 12mg/ml 50ml solution for I.V. infusion vial N1

thioctovens 12mg/ml 50ml solution for I.V. infusion vial N1

მოლდოვა

ბალკან ფარმაცევტიკალს
About Product
დასახელება - თიოქტოვენსი ხსნარი საინფუზიო 12მგ/1მლ 50 მლ ფლაკონი #1

გამოყენებისჩვენებები
პერიფერიული (სენსორო-მოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათია.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
გამოყენების წესი და დოზირება
თერაპიის დასაწყისში პრეპარატი თიოკტავენსი საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად დოზით 600 მგ (1 ფლაკონი) დღე-ღამეში, 2-4 კვირის განმავლობაში.
პრეპარატის შემცველ ფლაკონს იღებენ კოლოფიდან და დაუყოვნებლივ აფარებენ სინათლისგან დამცავ თანდართულ ფუტლარს, რადგან თიოქტის მჟავა მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. ინფუზია ხორციელდება უშუალოდ ფლაკონიდან, საინფუზიო ხსნარების ინტრავენური გადასხმისთვის მოწყობილობის (სისტემის) გამოყენებით. შეყავთ ნელა, დაახლოებით 1,7 მლ/წთ, 30 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე, პერორალური გამოყენებისთვის თიოქტის მჟავის პრეპარატით 600 მგ დღეში დოზით. თერაპიის კურსის ხანგრძლივობას და მისი განმეორების აუცილებლობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის გამოყენება. პრეპარატით თიოკტავენსი თერაპიის დროს ალკოჰოლის მოხმარება ამცირებს სამკურნალო ეფექტს და წარმოადგენს რისკ-ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიის განვითარებასა და პროგრესირებას.
ერთეულ შემთხვევებში, დეკომპენსირებული და ადეკვატურად უკონტროლო დიაბეტის მქონე პაციენტებში, ასევე მკვეთრად გამოხატული ზოგადი ცუდი მდგომარეობის პირობების დროს, შეიძლება განვითარდეს სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია თიოკტავენსის გამოყენებასთან.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის შემცირება ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისრევა), თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბალკან ფარმაცევტიკალს
Country
მოლდოვა
Generic
alpha lipoic acid /thioctic acid/
Dose
12მგ/1მლ
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page