Stiberil solution 1% 15ml
Stiberil solution 1% 15ml

Stiberil solution 1% 15ml

უკრაინა

ფარმაკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - naftifine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის_ → სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი.
ხსნარის 1 მლ შეიცავს ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს, გადაანგარიშებულს 100% მშრალ ნივთიერებაზე.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა
ხსნარი გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელი ფერის შეფერილობამდე, სპირტის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალება დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად.

ჩვენება
ნაფტიფინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა:
- კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები;
- თითებშუა მიკოზები;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიზები);
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებრი ლიქენი;
- ანთებითი დერმატომიკოზები, თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
- გარეთა სასმენი მილის მიკოზი.

უკუჩვენება
ნაფტიფინისადმი ან პროპილენგლიკოლისადმი მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობაზე. არ გამოიყენება თვალების სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი
სტიბერილის ხსნარი გამოიყენება კანის დაზიანებული უბნისა და მის ირგვლივ კანის დასამუშავებლად ერთხელ დღეში, დაზიანებული უბნის კარგად გასუფთავებისა და გაშრობის შემდეგ. ამასთანავე ხსნარით უნდა დამუშავდეს დაზიანებული უბნის ირგვლივ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ის ჩათვლით არეალი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს - 2-4 კვირა (საჭიროებისას 8 კვირამდე); კანდიდოზების დროს - 4 კვირა; ფრჩხილების ინფექციების დროს - 6 თვემდე.
ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დღეში 2-ჯერ გამოყენება. პირველად გამოყენების წინ, საჭიროა მაქსიმალურად მოიცილონ მაკრატლით ან ქლიბით ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი (პროცედურის გასაადვილებლად, ნებადართულია ექიმის რეკომენდაციით, ფრჩხილები დამუშავდეს სპეციალური დამარბილებელი საშუალებებით).
გარეთა სასმენი მილის მიკოზის დროს მკურნალობა გრძელდება არანაკლებ 14 დღე. ადგილობრივი მკურნალობა ტარდება სტიბერილის ხსნარში დასველებული ტამპონის ყურში მოთავსებით, 5-8 წუთის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ.
რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ძირითადი სიმპტომების გაქრობიდან, არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
ბავშვები.
პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ გამოყენების მონაცემები ბავშვთა ასაკში არასაკმარისია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არარეკომენდებულია.

გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების გამოვლენა: კანის სიმშრალე, სიწითლე და წვის შეგრძნება, ერითემა, ქავილი, ადგილობრივი გაღიზიანება. გვერდითი მოვლენები შექცევადი ხასიათისაა და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, სტიბერილის გავლენა ნაყოფზე და ახალშობილზე ნაკლებსავარაუდოა. ტერატოგენობის გამოკვლევების შედეგები ამტკიცებენ ნაფტიფინის ემრიოტოქსიკური ეფექტის არარსებობას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.
მეძუძურმა დედებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ პრეპარატი არ მოხვდეს ბავშვის კანზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
Show More
More Info
Brand
ფარმაკი
Country
უკრაინა
Generic
naftifin
Dose
1%
Form
ხსნარი
Quantity
1
Volume
15მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page