Silvec cream 0.1% 30.0
Silvec cream 0.1% 30.0

Silvec cream 0.1% 30.0

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
-10% Extra With VISA Card
About Product
სილვეკი

თითოეული გრამი კრემი შეიცავს ვერცხლის სულფადიაზინს USP 10.00 მგ.

თერაპიული ჩვენებები:
SILVEC კრემი გამოიყენება დამწვრობით გამოწვეული ინფექციური ჭრილობების, ფეხის წყლულებისა და მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწოლების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომლებიც მგრძნობიარეა ამ ანტიინფექციური საშუალების მიმართ.
SILVEC კრემი ასევე ნაჩვენებია თითის წვერების დაზიანებების კონსერვატიული მართვისთვის, სადაც ადგილი აქვს პულპის, ფრჩხილის დაკარგვას და/ან დისტალური ფალანგას ნაწილობრივ დაკარგვას.

დოზირება
დამწვრობა და ფეხის წყლულები/ნაწოლები: დაახლოებით 3-დან 5მმ-მდე სისქის ფენა უნდა იქნას წასმული დაზიანებულ ადგილზე სტერილური ხელთათმანის ან შპატელის გამოყენებით. შემდეგ ეს არე უნდა დაიფაროს შემწოვი მარლის საფენით და საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს სახვევით შეხვევა და SILVEC კრემის წასმა უნდა მოხდეს მინიმუმ ყოველ 24 საათში ერთხელ დამწვრობის მკურნალობისას, ან კვირაში მინიმუმ სამჯერ და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს დებრიდინგი.რადგან SILVEC კრემმა შეიძლება გამოიწვიოს ნორმალური კანის მაცერაცია ხანგრძლივი კონტაქტის დროს; გამოყენების დროს სიფრთხილის დაცვაა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლულის დაუზიანებელ ადგილებში გავრცელება.

თითის წვერის დაზიანებები: დაზიანებულ ადგილზე ჰემოსტაზის მიღწევა უნდა მოხდეს SILVEC კრემის 3-5მმ ფენის გამოყენებამდე. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჩვეულებრივი თითის სახვევი. გარდა ამისა, პლასტიკური ან არასტერილური ქირურგიული ხელთათმანის თითი შეიძლება იქნას გამოყენებულ და დაფიქსირდეს წყალგაუმტარი წებოვანი ლენტით. სახვევი უნდა შეიცვალოს ყოველ 2-3 დღეში.

ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
შეინახეთ წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
ბანგლადეში
Generic
sulfadiazine silver salt
Dose
1%
Form
კრემი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page