Shampoo V-Druf 120ml #1
Shampoo V-Druf 120ml #1

Shampoo V-Druf 120ml #1

ინდოეთი

ლაბ. ქორალი
About Product
შემადგენლობა:
კეტოკონაზოლი...................2%

თუთიის პირიტიონი.................1%

ალოე ვერას გელის ფუძე............10%

ფერი: ბრილიანტის ლურჯი

აღწერა: V-DRUF შამპუნი შეიცავს კეტონაზოლს, თუთიის პირითიონს და ალოე ვერას. კეტოკონაზოლი არის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. თუთიის პირითიონი ცნობილია როგორც ქერტლისა და სებორეული დერმატიტის საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ალოე ვერას აქვს ბუნებრივი ანტიფუნგიციდური თვისებები.

ჩვენება: V-DRUF შამპუნი გამოიყენება ინფექციების, მათ შორის საფუარა სოკოს Pityrosporumან მისი მიცელიის ფორმის მიერ გამოწვეული ქერტლის, ნაირფერი პიტირიაზის (ლოკალიზებული), სებორეული დერმატიტის და პიტირიაზის (ქერტლი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი:
საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ V-DRUF შამპუნი შემდეგნაირად:

1. დაისველეთ სკალპი და თანაბრად წაისვით შამპუნი;

2. სკალპზე შეიზილეთ ნაზად და გაიჩერეთ 5 წუთი; (ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება)

3. შეანჯღრიეთ შამპუნი, წაისთვით ხელახლა და გაიჩერეთ 2 წუთი. (თმის კონდიცირებისთვის)

1. სებორეული დერმატიტისთვის და პიტირიაზისთვის (ქერტლი):

მკურნალობა: კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკისთვის: კვირაში ერთჯერ, 1-2 კვირა.

2.ნაირფერი პიტირიაზის დროს:

მკურნალობა: დღეში ერთჯერ - 5 დღე.

პროფილაქტიკისთვის: დღეში ერთჯერ -3 დღე.

უკუჩვენება:

V-DRUF შამპუნი უკუნაჩვენებია იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა კეტოკონაზოლის, თუთიის პირითიონს ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

არ გამოიყენება ჭრილობებზე და დაზიანებულ კანზე. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ დედებში მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

1. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს, თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოიბანეთ თვალი წყლით.

2. თუ პროდუქტის რეგულარული და სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში მდგომარეობა არ გამოსწორდა ან გაუარესდა, მაშინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

3. V-DRUF შამპუნმა შეიძლება გამოიწვიოს ხვეული თმის დროებით დაშლა.

4. ბავშვებში მისი უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

საცალო გაყიდვაშია მხოლოდ რეგისტრირებული ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით.

გვერდითი მოვლენები:

V-DRUF შამპუნით ადგილობრივი მკურნალობა კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა თმის გახუნება, ზრდის თმის ნორმალურ ცვენას, გაღიზიანებას (<1%). შეიძლება აღინიშნოს თმის ტექსტურის შეცვლა, მსუბუქი ქავილი, ცხიმიანობა, თმის და სკალპის სიმშრალე.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 30რC ტემპერატურაზე

მოარიდეთ ბავშვებს

გამოყენებამდე ნაზად შეანჯღრიეთ.

შეფუთვა:

V-DRUF შამპუნი მოცემულია 60 მლ და 120 მლ ბოთლებში.

ვარგისობის ვადა: 30 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ქორალი
Country
ინდოეთი
Generic
Ketokonazole+Zinc Pyrithione
Dose
2%
Form
შამპუნი
Quantity
1
Volume
120მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page