Dermazin cream 1% 50g #1
Dermazin cream 1% 50g #1

Dermazin cream 1% 50g #1

გერმანია

სალუტას ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): silver sulfadiazine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატები.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი უმთავრესად განკუთვნილია:
• დამწვრობის ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
• ნაწოლების, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას წყლულების, დაბეჟილობების, მცირე განაჭრების და ჭრილობების, ნასერი ჭრილობების და სხვა სუფთა ჭრილობების, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე კანის გადანერგვისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი ნივთიერების მიმართ;
დოზები და გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ დერმაზინი მკაცრად მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანად გამოსაყენებლად.

შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი ინიშნება დაუყოვნებლივ დამწვრობის დაზიანებების სიმძიმის შეფასების შემდეგ.
კანზე დატანის წინ საჭიროა დამწვრობის ზედაპირის მოწმენდა და ნეკროზული ქსოვილების მოცილება. დაიტანეთ დერმაზინი კრემი 2 – 4 მმ-ის სისქის ფენად კანის დამწვარ ზედაპირზე. უმჯობესია კრემის დატანა სტერილურ დოლბანდზე, რომელიც შემდეგ დაიდება კანის დამწვარ ზედაპირზე. აგრეთვე, შეიძლება კრემის დატანა კანის დამწვარ უბანზე სტერილურ ხელთათმნიანი ხელით ან სტერილური ფითხით. კრემს ჩვეულებრივ დაიტანენ ჭრილობის ზედაპირზე დღეში ერთხელ; უფრო მძიმე დამწვრობებისას შეიძლება კრემის დატანა განმეორებით. მიუხედავად ამისა, კრემი უნდა იქნას დატანილი განმეორებით მინიმუმ 24 საათში ერთხელ. კრემის განმეორებით ყოველი დატანის წინ დამწვრობის ჭრილობა უნდა მოიწმინდოს წყლის და ანტისეპტიკური ნივთიერებების გამოყენებით, მოცილდეს ექსუდატის და ადრე დატანილი კრემის ყველა ნარჩენი, რომლიც დარჩენილია დიდი რაოდენობით დერმაზინის დატანის შემდეგ და ფერით გვაგონებს ჩირქს, თუმცა ამ დროს ასეპტიკურია. შემდეგ ჭრილობა უნდა დაიფაროს სახვევით, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. ჭრილობის ზედაპირზე დატანისას კრემი არ იწვევს ტკივილს. ის არ ტოვებს ლაქებს ტანისამოსსა და ლოგინის თეთრეულზე.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის მიხედვით.
Show More
More Info
Brand
სალუტას ფარმა
Country
გერმანია
Generic
sulfadiazine silver salt
Dose
1%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page