Capila shampoo 100ml
Capila shampoo 100ml

Capila shampoo 100ml

თურქეთი

კურტისან ილაჩი
About Product
თავის თმიანი ნაწილის და კანის დაავადებების სამკურნალო დასაბანი საშუალება, რომელსაც გააჩნა ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სოკოს საწინაარმდეგო აქტივობა.

შემადგენლობა: ხორბლის პროტეინი-ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ხელს უწყობს ამინომჟამების დაბალანსებას, კვებავს და ატენიანებს როგორც კანს ისე თმას. გოგირდი-გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აქერცვლას; ფიჭვის ფისი-გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, ამცირებს ქავილს, აშორებს მკვდარ აქერცლილ უჯრედებს და აღადგენს კანის ცხიმოვან ბალანსს, ამცირებს ქავილს; B5 პროვიტამინი-აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას, ამაგრებს თმის ძირებს და ამცირებს თმის ცვენის პროცესს, ასქელებს თმას, აღადგენს თმის ტენიანობას და აცილებს ბოლოჭამიებს. სალიცილის მჟავა-აცილებს აქერცლილ მკვდარ უჯრედებს და ამცირებს კანის ზედაპირის აქერცვლას.

ჩვენებები: ფსორიაზი; სებორეული დერმატიტი; ეგზემა; ატოპიური დერმატიტი; ქავანა დერმატოზები; სოკოვანი დაავადებები; სხვადასხვა გენეზის თმის ცვენა; დემოდეკოზი; აკნე; როზაცეა; ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი.

უკუჩვენებები: შამპუნის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდის დროს; საჭიროების შემთხვევაში, 2 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების დანიშვნა ხდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გამოყენების წესი: შამპუნი გამოიყენება კვირაში 2-3 ჯერ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. შამპუნის მცირეოდენი ნაწილი დაიტანება თავის თმიან ნაწილში და აგრეთვე კანზეც და 3-5 წუთის შემდეგ საჭიროა მისი ჩამობანა თბილი წყლით.
Show More
More Info
Brand
კურტისან ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
salicylic acid+sulfur+pix junier
Form
შამპუნი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page