Deflacortin tab 6mg #20
Deflacortin tab 6mg #20

Deflacortin tab 6mg #20

ესპანეთი

ლაკერი
About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს: დეფლაზაკორტი 6მგ.

ჩვენებები: დეფლაკორტინი ნაჩვენებია შემდეგისათვის: რევმატოიდული და კოლაგენური დაავადებები; დერმატოლოგიური დაავადებები. პემფიგუსი; ბულოზური პემფიგოიდი; გენერალიუზებული ექსფოლიაციური დერმატიტი; მძიმე მულტიფორმული ერითემა; კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი. ალერგიული დაავადებები. ბრონქული ასთმა, რომელიც რეფრაქტორულია სტანდარტული თერაპიის მიმართ. ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი ფილტვის დაზიანებით; ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი (პნევმოკონიოზი, გამოწვეული ორგანული ფხვნილით); შედინგ-ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი). თვალის პათოლოგია: ქორიოიდიტი; ქორიოიდორეტინიტი; ირიტი და ირიდოციკლიტი. ჰემატოლოგიური დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია; ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიებისა და ლიმფომების პალიატიური მკურნალობა. ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგია. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი. თირკმელების დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.

უკუჩვენებები: ეს პროდუქტი უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ. ის ასევე უკუნაჩვენებია: პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ცოცხალი ვირუსით იმუნიზაცია. სისტემური ინფექცია, თუ არ ტარდება სპეციფიკური ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. კორტიკოსტეროიდების გამოყენება პერიოდის განმავლობაში, რომელიც აღემატება ჩამანაცვლებელი მკურნალობის პერიოდს, ან გადაუდებელი მკურნალობა უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პეპტიური წყლულები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიის ფაზა), ჩუტყვავილა, ასევე სისტემური სოკოვანი ინფექციებისა და პრე-და პოსტ-ვაქცინაციის პერიოდებში.

დოზირება და მიღების წესი: დოზები ფართოდ ვარირებს სხვადასხვა დაავადებებისა და სხვადასხვა პაციენტების შესაბამისად. უფრო სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს შეიძლება საჭირო გახდეს დეფლაზაკორტის მაღალი დოზების მიცემა.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს 6-90მგ-დღეში, და ბავშვებში კი 0.25-1.5მგ-კგ დიაპაზონის ფარგლებში, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მის პროგრესირებაზე. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის დაყოლებით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ლაკერი
Country
ესპანეთი
Generic
Deflazacort
Dose
6მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page