Adelcort Tab 5mg #30
Adelcort Tab 5mg #30

Adelcort Tab 5mg #30

საბერძნეთი

ადელკო
About Product
საერთაშორისო დასახელება - ადელკორტი
(პრედნიზოლონი)
ტაბლეტები, 5 მგ/ტაბლეტი
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. გამოშვების ფორმა: ტაბლეტი
რა არის ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი შეიცავს პრედნიზოლონს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და მიეკუთვნება სინთეზური კორტიკოსტეროიდების კლასს.
პრედნიზოლონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, კერძოდ კორტიზოლის სინთეზური წარმოებული, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონს. პრედნიზოლონს აქვს ძირითადად ანთების საწინააღმდეგო,ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული თვისებები.
ჩვენებები:
-რევმატოიდული დარღვევები, მათ შორის კოლაგენოზი, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული პოლიართრიტი, წითელი მგლურა და ა.შ.
- სასუნთქი სისტემის დარღვევები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი, ფილტვის ტოქსიკური შეშუპება და ა.შ.
- კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ა.შ.
- თირკმლის დარღვევები, როგორიცაა ნეფროზული სინდრომი, გლომერულონეფრიტი და ა.შ.
- სისხლის დარღვევები და ავთვისებიანი სისტემური დარღვევები, როგორიცაა აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ავთვისებიანი სიმსივნეები (ქიმიოთერაპიით ან მის გარეშე) და ა.შ.
- ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა ცერებრალური შეშუპება, ნევრიტი, პოლინეიროპათია და ა.შ.
- კანის დარღვევები, როგორიცაა მძიმე გამონაყარი ფარმაცევტული პროდუქტების გამოყენებისას, ლაიელის სინდრომი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის სიწითლე, პემფიგუსი და ა.შ.
გარდა ამისა, ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი გამოიყენება როგორც ჩანაცვლებითი თერაპია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა (ადისონის დაავადება)
- თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, მაგ. შიჰანის სინდრომი
- ადრენოგენიტალური სინდრომი.
როგორ გამოიყენება ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ექიმთან.
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ, ღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი მდგომარეობის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული თქვენი ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზა არის 25-50 მგ დღეში მოზრდილებში და 1-5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ბავშვებისთვის.
საწყისი მწვავე სიმპტომების რემისიის შემდეგ რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება. ზოგადად, რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 5-12,5 მგ დღეში მოზრდილებში და 0,25-0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ბავშვებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ შემანარჩუნებელი დოზა არ აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დოზას.
მოზრდილებსა და ბავშვებში მკურნალობა შეიძლება იყოს შემდეგი:
- დღიური დოზის ერთჯერადი მიღება, დილით.
- ორმაგი დოზის შეყვანა ყოველ მეორე დღეს, დილით.
- ინტერვალური მკურნალობა (მაგ. მიღება 4-დან 3 დღე).
მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ.
მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და ყოველთვის უნდა დაიცვათ ექიმის განსაკუთრებული მითითებები.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ადელკო
Country
საბერძნეთი
Generic
prednisolone
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page