Venosmil gel 2% 60g #1

Venosmil gel 2% 60g #1

პორტუგალია

ლაბ. ვიტორია
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა

გელის ყოველი 100 გ შეიცავს:

ჰიდროსმინი ........... 2გ

დამხმარე ნივთიერებები: კარბოპოლი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.



ფარმაკოლოგიური მოქმედება

ვენოსმილი არის ფლებოტონური წამალი, რომელიც ააქტიურებს უკუნაკადურ ცირკულაციას. ვენოსმილის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების სახით სედის ჰიდროსმინი, რომელიც სინთეზირებულია ექსკლუზიურად „FAES FARMA S.A.”-ის მიერ. დამტკიცებულია, რომ იგი ხელს უწყობს კაპილარის კედლის მდგრადობას და დადებითად მოქმედებს ვენურ ჰემოდინამიკაზე. ვენოსმილი ეწინააღმდეგება უკუნაკადურ სისხლძარღვოვან შეგუბებას და ამცირებს კაპილარული კედლის მომატებული განვლადობით გამოწვეული ჰემორაგიის რისკს.



ჩვენებები

ვენური უკმარისობის გამოვლინებების ადგილობრივი მკურნალობა.


ურთერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და საკვებთან

არ ურთერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.


უკუჩვენებები

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


სიფრთხილის ზომები

არ არის მითითებული.

სიფრთხილის ზომები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ არის მითითებული.


უკუჩვენებები: არ არის ცნობილი.

წამლის გამოყენებით გამოწვეული ნებისმიერი ლოკალური ხასიათის რეაქციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.


დოზირება და გამოყენების წესი: გელის თხელი ფენა შეიზილეთ ნელი მასირებით დაზიანებულ ადგილზე სამჯერ დღეში.

მკურნალობა ინტოქსიკაციის ან ჰიპერდოზირების შემთხვევაში

აღნიშნული პროდუქტის ტოქსიკურობის შემთხვევები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა: ვენოსმილი გელი ალუმინის ტუბში 60 გ .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
ლაბ. ვიტორია
Country
პორტუგალია
Generic
hydrosmin
Dose
2%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
60გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page