About Product
შემადგენლობა:
ბიოფლავანოიდები - 140 მგ
ცენტელას ექსტრაქტი 2% - 45 მგ
მოცვის ექსტრაქტი 1% - 59 მგ
სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი 0.5 % - 56 მგ
გინკო ბილობას ექსტრაქტი 3% - 20 მგ
ვიტამინი ჩ 100% - 80 მგ
რუტინი (რუტოზიდი) - 50 მგ
დიოსმინი - 50 მგ
ჰესპერიდინი - 50 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოპროტექტორი, ანტიოქსიდანიტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო,
ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, იმუნომასტიმულირებელი,
ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზებელი საშუალება.
ჩვენებები: ქვემო კიდეურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ჰემოროიდული კვანძები, ვენური
უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება,
ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია,
რეტინოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკის
პირები, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა,
ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობა და ლაქტაცია – ორსულობის პერიოდში პრეპარატის
დანიშვნა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის რძეში
გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ბავშვის კვება
რეკომენდირებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლირებს საგულე
გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ინიშნება 1 ტაბლეტი
1 - 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ერთი კურსი შეადგენს 45 დღეს.
გამოშვების ფორმა: ვენოლასტი #45. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან
ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არაუმეტეს 25ოჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის
ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
121272
Generic
Bioflavanoids+centella+bluberry+meliloto+ginkgo+vit C+rutin+diosmin+esperidin