About Product
ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 450 მგ დიოსმინი, 50 მგ ჰესპერიდინი, StarCap 1500 (სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული სახამებელი), პოლივინილპიროლიდონი (სტაბილიზატორი), Nutraficient Pink (პოლივინილის ალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი,
პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი,
მოყვითალო-ფორთოხლისფერი საღებავი), ნატრიუმის კროსკარმელოზა (სტაბილიზატო-
რი), შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები (კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,
ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები).
როგორ მოქმედებს ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტები?
დიოსმინი არის ფლავანოიდი გლიკოზიდი, ჰესპერიდინის დერივატი, რომელიც წარმოიშვება ციტრუსებში და ქიმიური სტრუქტურის მიღება შესაძლებელია ქიმიური სინთეზით. ორი
ინგრედიენტი წარმოადგენს ბიოფლავანოიდების ნაწილს, რომელიც გამოიყენება კაპილა-
რების გამავლობის, კანის ტონუსისა და ვენის კედლის ელასტიურობის შესანარჩუნებლად.
დიოსმინი მნიშვნელოვანია მისი უნარის გამო, მოახდინოს ვენური და ლიმფური დრენაჟის
ხელშეწყობა, დაიცვას კაპილარები და შეამციროს მათი გამავლობა.
ჰესპერიდინის ეფექტურობა განსაკუთრებით გამოხატულია დიოსმინთან ერთად კომბინაციაში, რომელიც იძლევა გარანტირებულ შედეგს ნორმალური სისხლძარღვოვანი კედლის რეზი-
სტენტობის შენარჩუნებისთვის. ეს ასევე ეხმარება სისხლის ნორმალური დინების შენარჩუნებაში და ამცირებს მასთან დაკავშირებულ დარღვევებს.
ვარიჰემი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ორი კომპონენტის (დიოსმინი: ჰესპერიდინი) ოპტიმალურ პროპორციულ ნარევს (9:1) და სასარგებლოა გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დისკომფორტი ვენური ცირკულაციის მოშლის გამო, რომელიც ვლინ-
დება შემდეგნაირად: - ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, დაღლილობა და შეშუპება, დაბუჟება,
კრუნჩხვები, ტკივილი, ქავილი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, კოჭების არეში სისხლდენა
და_ან ლოკალური ტკივილი.
ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების წესი
მოზრდილებისა და მოხუცებისთვის რეკომენდირებული დღიური დოზა: 1 გარსით
დაფარული ტაბლეტი ორჯერ დღეში.
მიღება: გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი
რაოდენობით წყალთან ერთად, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რა არის ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების არასასურველი ეფექტები?
ამ პროდუქტის გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს მთელი რიგი გვერდითი
მოვლენები, მათ შორის მუცლის ტკივილი, დიარეა და გულისრევის შეგრძნება.
რა სიფრთხილის ზომებია საჭირო ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტების
გამოყენებისას?
მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ხანგრძლივად ფეხზე დგომას და წონაში მატებას.
არ უნდა იქნას გამოყენებული ანტიკოაგულანტებთან და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად.
არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება პაციენტებში სისხლის დაავადებებით.
შენიშვნები და განსაკუთრებული მითითებები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და იგი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღ ცხოვრების წესს.
როგორ არის წარმოდგენილი ვარიჰემის გარსით დაფარული ტაბლეტები?
შეფუთვაშია 30 ტაბლეტი (3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი ან 2 ბლისტერი, თითოზე 15 ტაბლეტი).
მწარმოებელი ლიცენზიის მფლობელი:
Polipharma Industries S.R.L, რუმინეთი
Show More
More Info
121260
Generic
diosmin+hesperidin