Valsacor tab 160mg #28

Valsacor tab 160mg #28

სლოვენია

კრკა
About Product

შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალსარტანს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 6-დან 18 წლამდე, მოზრდილი პაციენტების მკურნალობა უახლოეს 12 საათიდან 10 დღემდე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, მოზრდილი პაციენტები სიმპტომური გულის უკმარისობით.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ჰიპერტონული დაავადების მქონე მოზრდილები: 80 მგ დღეში. ჰიპერტონული დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები (6-18 წელი): პაციენტებისთვის, რომელთა წონა 35 კგ-ზე ნაკლებია, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 40 მგ ვალსარტანს დღეში ერთხელ. 35 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში - 80 მგ ვალსარტანი დღეში ერთხელ. მოზრდილი პაციენტები, რომელთაც უახლოს პერიოდში გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი: ინფარქტის შემდგომი მკურნალობა ზოგადად იწყება 12 საათის შემდეგ, ჩვეულებრივ დაბალი დოზით - 20 მგ დღეში 2-ჯერ. მკურნალმა ექიმმა დოზა შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 160 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. საბოლოო დოზა დგინდება ინდივიდუალურად. გულის უკმარისობის მქონე მოზრდილი პაციენტები: მკურნალობა ზოგადად იწყება 40 მგ-ით 2-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზის გაზრდა მაქსიმუმ 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ ან კომბინაციაში სხვა პრეპარატთან ერთად დანიშვნა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვალსარტანის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადება; ორსულობის ბოლო 6 თვე.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
valsartan
Dose
160მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page