Validol tab 60mg #10

Validol tab 60mg #10

უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
About Product
საერთაშორისო დასახელება: MENTHOL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეფლექტორული მოქმედების კორონაროდილატატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთოლურ ეთერში ............. 60 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახდენს სედატიურ მოქმედებას, ხასიათდება ზომიერ რეფლექტორული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, განპირობებული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით. ასტიმულირებს ენკეფალინების, ენდორფინებისას და რიგი სხვა პეპტიდების– ჰისტამინი, კინინები (ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანების გზით), გამომუშვებას და გათავისუფლებას. რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სისხლძარღვების გამტარობის რეგულაციაში, ტკივილის შეგრძნების ფორმირებაში. სუბლინგვალური მიღებისას თერაპევტული ეფექტი საშუალოდ 5 წუთის შემდეგ დგება, ამ დროს პრეპარატის 70% გამოთავისუფლდება 3 წთ–ის მანძილზე.

ჩვენებები:

კარდიალგია, სტენოკარდია, რყევით გამოწვეული გულისრევა, ღებინება, ნევროზი, ნიტრატების მიღების ფონზე განვითარებული თავის ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება:

მიიღება სუბლინგვალურად 1 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღეში.

მიღების ჯერადობა და ხანგრძლიობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობით.

მიღებიდან უახლოესი 5–10 წთ–ის მანძილზე თერაპიული ეფექტის არ არსებობის ან არასაკმარისობის დროს აუცილებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა

გვერდითი მოქმედება:

ღებინება. ცრემლდენა თავბრუსხვევა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
Show More
More Info
Brand
უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
Country
Generic
isovaleric acid ethyl ester mentholum
Dose
60მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page