Troxigel gel 75.0

Troxigel gel 75.0

ბულგარეთი

დანსონ რუ
-10% Extra With VISA Card
About Product
ტროქსიგელი ექსტრა გელი 75მლ

შემადგენლობა: ტროქსერუტინი, დექსპანთენოლი, გინგკობილობას ექსტრაქტი, ცხენისწაბლას ექსტრაქტი, ლევომენთოლი; დამატებითი ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, პოლისორბიტ 20, ფენოქსიეთანოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, წყალი.

ტროქსიგელ ექსტრას მოქმედება დაფუძნებულია ნატურალურ კომპონენტებზე. გელის უნიკალური ფორმულა შექმნილია საუკეთესო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სწრაფად შეიწოვება და უცებ იწყებს მოქმედებას ანთებად ვენებზე.

ტროქსერუტინი ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხასიათდება ვენომატონიზირებელი, ანგიოპროტექტორული, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით; დექსპანთენოლი ხასიათდება რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასტიმულირებს შეხორცების პროცეს; გინგკობილობას ექსტრაქტი ამცირებს კანის დაბერების პროცესს (ანტიოქსიდანტური მოქმედება), აძლიერებს სისხლძარვების კედლებს, აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, აქრობს ანთებას; ცხენისწაბლას ექსტრაქტი ამცირებს კაპილარების დიამეტრს, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვოვანი ქსელის წარმოქმნას. აძლიერებს მიკროცირკულაციას კანის საფარველში, ამცირებს სისხლის წებოვნებას, გაიწოვს კანქვეშა სისხლჩაქცევებს, რითაც აშორებს ჩალურჯებებს. ლევომენთოლი ხსნის დაღლილობის და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.

ჩვენება: სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება ფეხებში; ვენების ვარიკოზული გაგანიერება; ტრამვის შემდგომი შეშუპება და ჰემატომა; სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე (კიდურები, სხეული, სახე).

გამოყენების წესი: გამოიყენება 2-3 ჯერ დღეში. თანაბრად უნდა დაიტანონ საკმარისი რაოდენობის გელი სხეულის საჭირო უბანზე და შეიზილონ სრულ შეწოვამდე.

განსაკუთრებული მითითები: მოარიდონ თვალთან კონტაქტს, ღია ჭრილობას და ლორწოვანს. არ გამოიყენება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში, ალერგიული რეაქციებისაკენ მიდრეკილ პირებში.

გამოშვების ფორმა: გელი 75გ, ალუმინის ტუბში.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი შეფუთვაზე. გახსნიდან 12 თვე.

მწარმოებელი: დანსონი, ბულგარეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი: ,,სს გეფა’’.
Show More
More Info
Brand
დანსონ რუ
Country
ბულგარეთი
Generic
troxerutin+ginkgo biloba+aesculus hippocashtanum+panthenol+mentol
Form
გელი
Quantity
1
Volume
75მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page