Trentilin ret tab 400mg #20 /TR/
Trentilin ret tab 400mg #20 /TR/

Trentilin ret tab 400mg #20 /TR/

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - PENTOXIFYLLINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.
1 ტაბ.პეტოქსიფილინი .. 100 მგ
1 ტაბ.პეტოქსიფილინი ... 400 მგ

ჩვენებები:
ტაბლეტები
პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის მომარაგების დარღვევა, ასეთებია:
მეხსიერების დარღვევა, და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
პერიფერიულ არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა.
ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი);
ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა);
თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.

მიღების წესი და დოზირება:
თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, შემდგომ კი უკვე შემანარჩუნელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ნიშნავენ.
გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის მიყოლებით.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.
ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.
ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.
პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები:
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი);
თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის დარღვევა მაგ. ტაქიკარდია), გულის არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხევაში სწრაფად ქრებიან. ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის განვითარებამდეც კი.

უკუჩვენებები:
ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
pentoxifylline
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page