Toragamma tab 10mg #100

Toragamma tab 10mg #100

გერმანია

არტეზან ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - torasemide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → ძლიერმოქმედი დიურეზული საშუალებები → მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.

დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.

მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.

გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
უ მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
უ კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
უ ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
უ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).
Show More
More Info
Brand
არტეზან ფარმა
Country
გერმანია
Generic
torasemide
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page