•აქტიური ნივთიერება არის რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი • სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
გამოყენება ტენზიპრილი H წარმოადგენს ორი ნივთიერების რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. იგი •ამცირებს არტერიულ წნევას; •აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს; •აადვილებს გულის მიერ სისხლისგადატყორცნას მთელ ორგანიზმში. ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების ან შარდმდენების მედიკამენტების ჯგუფს. იგი ასტიმულირებს წყლის(შარდის) გამოყოფას და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას. ტენზიპრილი H გამოიყენება მოზრდილებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს მაღალი არტერიული წნევის დაწევას. ისინი გამოიყენება ერთად, როდესაც ერთი მათგანით მკურნალობას შედეგი არ აქვს.
მიღების წესი: აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტის მიღება •პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, ჩვეულებრივ დილით. •ტაბლეტები მთლიანად გადაყლაპეთ და სითხე მიაყოლეთ. •არ დაფხვნათ ან არ დაღეჭოთ ტაბლეტები.
რეკომენდირებული დოზა: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის უცილებელ დოზას არტერიული წნევის გაზომვის შემდეგ. ხანდაზმულები ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და მკურნალობა მოხდება უფრო ნელა.
შენახვის პირობები: აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში. შეინახეთ 25 C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.