Ravel SR tab 1.5mg #30

Ravel SR tab 1.5mg #30

სლოვენია

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Indapamidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედი ნივთირება: ინდაპამიდი 2.5მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი-K30, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171.
აღწერა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.

მიღების ჩვენება
არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენების მეთოდი და დოზები
შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით. დოზა შეადგენს 2.5მგ (1 ტაბლეტი) დღეში. თუ 4-8 კვირის შემდეგ მკურნალობა არ იწვევს სასურველ თერაპიულ ეფექტს, პრეპარატის დოზის მომატება რეკომენდებული არ არის (იზრდება გვედითი მოვლენების განვითარების რისკი ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერების გარეშე). ამის მაგივრად მედიკამენტური მკურნალობის სქემაში რეკომენდებულია სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების ჩართვა, რომელიც დიურეტიკს არ წარმაოდგენს. როცა მკურნალობის დაწყება აუცილებელია ორი პრეპარატით, ინდაპამიდის დოზა რჩება 2,5მგ დილით დღეში ერთხელ.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათია პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დეპრესია; იშვიათად-მომატებული დაღლილობა, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი, იშვიათად-რინიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმიები, გულისცემის აჩქარება.
საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰემორაგიული ვასკულიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.
სხვა: სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
indapamide
Dose
1.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page