Ramizek Cpmb caps 5mg+5mg #30
Ramizek Cpmb caps 5mg+5mg #30

Ramizek Cpmb caps 5mg+5mg #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - amlodipine, ramipril
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის შემცველი საშუალებები
5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . 5 მგ
5 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . 10 მგ
10 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . . 5 მგ
10 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა შეიცავს
რამიპრილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
ამლოდიპინი (ამლოდიპინ ბესილატის სახით) . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ), რკინის შავი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიჰიდროპირიდინების ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტის (ამლოდიპინი) და აგფ-ინჰიბიტორის (რამიპრილი) კომბინაცია.

ჩვენებები
რამიზეკი კომბი გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად კონტროლდება ამლოდიპინისა და რამიპრილის კომბინირებული გამოყენებისას ცალ-ცალკე პრეპარატების სახით ისეთივე დოზებით, როგორც წარმოდგენილია რამიზეკი კომბი-ში.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება დღის ერთსადაიმავე მონაკვეთში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
რამიზეკი კომბი მიიღება დღეში ერთხელ.
მაქსიმალური დღიური დოზა არის ერთი კაფსულა 10 მგ + 10 მგ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
რამიზეკი კომბის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული პოპულაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.

რამიზეკი კომბის მიღების გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღება მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, არსებულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
- კანის მძიმე რეაქციებით (გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (მაგ. სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან მრავალფორმიანი ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
- გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი თუ ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდზე მოჭერის შეგრძნება ან უფრო მძიმე დარღვევები გულის შეტევებისა და ინსულტის ჩათვლით.
- სუნთქვის გაძნელება ან ხველა.
- სისხლჩაქცევები, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ანგინა და ცხელება, ადვილად დაღლილობა, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები.
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ყველაფერი შეიძლება ღვიძლის პრობლემების, მაგ ჰეპატიტის ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

ორსულობა და ლაქტაცია
რამიზეკი კომბის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პეროიდში არ არის რეკომენდებული
Show More
More Info
Brand
ადამედ ფარმა
Country
პოლონეთი
Generic
ramipril+amlodipine
Dose
5მგ+5მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page