გამოყენება: პოლიტორვა გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონის მატებასთან (პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია) ან ქოლესტეროლისა და ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის ერთდროულ მატებასთან (კომბინირებული ან შერეული ჰიპერლიპიდემია) .
ბავშვები და მოზარდები პოლიტორვას გამოყენება ბავშვებსა და 18 წლის ასაკამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
პოლიტორვას მიღების წესი ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ/10 მგ/40 მგ - 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ. პოლიტორვას მიღების დროს აუცილებელია ქოლესტეროლის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. არ გაწუწნოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი. არ მიიღოთ პოლიტორვა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პოლიტორვას შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეზე.