About Product
საერთაშორისო დასახელება - Papaverine+Bendazol
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი მონაცრისფრო შეფერილობის ტაბლეტები;
შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ბენდაზოლი 0.03 გ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0.03 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პერიფერიული ვაზოდილატატორები.
გამოყენების ჩვენებები. პაპაზოლი-დარნიცა გამოიყენება დამოუკიდებლად ან ჰიპერტონიული დაავადების კომბინირებული ფარმაკოთერაპიის შემადგენლობაში, პერიფერიული სისხლძარღვების, ტვინის სისხლძარღვების, ზომიერად გამოხატული სპაზმებისას, პილოროსპაზმის, სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდსადენი გზების სპაზმების, მონო- და პოლინევრიტების, გადატანილი პოლიომყელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პარალიჩის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. უფროსებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შინაგანად 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ობიექტური მონაცემები პაპაზოლი-დარნიცას გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს.
გვერდითი მოქმედება. შესაძლოა ალერგიული რეაქციები, ღებინება, ყაბზობა, ჭარბი ოფლდენა, გულის რითმის დარღვევა.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარობის დარღვევები. უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. იზრდება ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ბეტა-ადრენობლოკატორებთან, სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. სიფრთხილით და მცირე დოზებით უნდა დაინიშნოს პაციენტებისათვის ქალატვინის ტრავმით, ღვიძლის, თირკმელების დარღვეული ფუნქციით, ჰიპოთირეოზით, თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
123495
Generic
bendazol+papaverine hydrochloride