Nebilet plus tab 5mg+12.5mg #28
Nebilet plus tab 5mg+12.5mg #28

Nebilet plus tab 5mg+12.5mg #28

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

პრეპარატ ნებილეტი® პლუსის მოქმედი ნივთიერებებია ნებივოლოლი და ჰიდროქლორთიაზიდი.
• ნებივოლოლი მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. ის არჩევითად მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე) და გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ის ხელს უშლის გულის შეკუმშვათა რიტმის გახშირებას და აკონტროლებს გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციას. ნებივოლოლი აგრეთვე
აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.
• ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს და ზრდის გამომუშავებული
შარდის რაოდენობას.

ნებილეტი® პლუსი ტაბლეტებში წარმოადგენს ნებივოლოლისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულ პრეპარატს და გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევის) სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ორ სხვადასხვა პრეპარატს ნებივოლოლსა და ჰიდროქლორთიაზიდს.
პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. მკურნალობასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი მიიღება თითო ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთსა და იმავე დროს. ნებილეტი® პლუსის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში.

გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ნებივოლოლს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს):
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- მომატებული დაღლილობა;
- კანზე წვის, ჩხვლეტის და ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- გულისრევა;
- ქოშინი;
- მტევნებისა ან ტერფების შეშუპება.
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
გერმანია
Generic
nebivolol+hydrochlorthiazide
Dose
5მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page