Mertenil tab 10mg #30

Mertenil tab 10mg #30

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5მგ: კალციუმის როზუვასტატინი 5.2მგ; 5მგ როზუვასტატინის ექვივალენტური.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10მგ: კალციუმის როზუვასტატინი 10.4მგ; 10მგ როზუვასტატინის ექვივალენტური.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 20მგ: კალციუმის როზუვასტატინი 20.8მგ; 20მგ როზუვასტატინის ექვივალენტური.

ჩვენებები
-ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიური მდგომარეობები საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აპოლიპოპროტეინ ბ-ს და ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება შრატში დიეტოთერაპიისადმი დამატების სახით, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტური მეთოდები (მაგ. ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის დაქვეითება) არასაკმარისია.
-ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიისადმი და ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა მკურნალობისადმი (მაგ. დსლპ-აფერეზი) დამატების სახით ან შემთხვევებში, როცა ამგვარი თერაპია არასაკმარისად ეფექტურია.

მიღების წესები და დოზები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის დროსაც. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მკურნალობის მიზნის და პაციენტის თერაპიული პასუხის მიხედვით, ლიპიდების საერთო დონეზე აღიარებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პერორალურად, დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დაღეჭვა არ შეიძლება, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად.
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 ან 10მგ-ს დღეში ერთხელ, პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ სტატინებს, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც მოცემულ პრეპარატზე გადაყვანილნი არიან ჰმგ-კო A რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიღებიდან.
პრეპარატის საწყისი დოზის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ ქოლესტერინის დონე ყოველ კონკრეტულ პაციენტში, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა გართულებების და გვერდით ეფექტების რისკი. აუცილებლობისას, 4 კვირის შემდეგ შეიძლება მოხდეს დოზის კორექცია.
გვერდითი ეფექტების რისკის გამო, 40მგ დოზის მიღებისას უფრო მცირე დოზებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”), საბოლოო ტიტრაცია მაქსიმალურ 40მგ დოზამდე უნდა მოხდეს მხოლოდ ჰიპერქოლესტერინემიის მძიმე ფორმის მქონე და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (განსაკუთრებით პაციენტებში თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც 20მგ დოზის მიღებისას მიღწეული არ იქნა ქოლესტერინის სამიზნე დონე და რომლებიც იქნებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 40მგ დოზის დანიშვნისას რეკომენდებულია ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობა. რეკომენდებული არ არის 40მგ დოზის დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ ექიმისთვის.
ხანდაზმული პაციენტები
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. დოზის კორექცია ასაკის მიხედვით საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს პაციენტებისთვის საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობით (კკ 60მლ/წთ-ზე ნაკლები). მერტენილის დანიშნვა ნებისმიერი დოზით უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით , პაციენტებში თირკმლის საშუალო უკმარისობით 40მგ-ს დანიშვნა უკუნაჩვენებია.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის მომატება ჩაილდ პიუს შკალით 7 ბალის მქონე პაციენტებში გამოვლენილი არ არის. თუმცა პრეპარატის სისტემური კონცენტრაციის მომატება აღინიშნა პაციენტებში ჩაილდ პიუს შკალით 8 და 9 ბალი. ამგვარ პაციენტებში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი თერაპიის ფონზე. მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე ჩაილდ პიუს შკალით 9 და მეტი ბალის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ღვიძლის დაავადების აქტიური ფაზის მქონე პაციენტებში მერტენილი უკუნაჩვენებია.

უკუჩვენება
5, 10 და 20მგ ტაბლეტებისთვის
-მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
უნგრეთი
Generic
rosuvastatini
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page