Losartan NORMON 50 mg # 28 tablets
Losartan NORMON 50 mg # 28 tablets

Losartan NORMON 50 mg # 28 tablets

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - LOSARTAN
ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოტენზიური საშუალება, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების არაპეპტიდური ბლოკატორი. გამოირჩევა მაღალი არჩევითობითა და აფინიტეტით AT1 ტიპის რეცეპტორების მიმართ, რომელთა მონაწილეობითაც ხორციელდება ანგიოტენზინ II ძირითადი ეფექტები.

აღნიშნული რეცეპტორების ბლოკადის პირობებში გამორიცხულია სისხლძარღვებზე ანგიოტენზინ II-ის შემავიწროვებელი მოქმედება ან მისი განვითარების შესაძლებლობა, თირკმელზედა ჯირკვლიდან ალდოსტერონის გაძლიერებული სეკრეცია ანგიოტენზინის გავლენით და ანგიოტენზინ I-ის ზოგიერთ სხვა ეფექტიც. ლოსარტანისათვის გახანგრძლივებული მოქმედება დამახასიათებელია (24 სთ და მეტი), რაც მისი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნითაა განპირობებული.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღები საშუალო დოზა 50 მგ დღეღამეში 1-ჯერ. საჭიროების მიხედვით დოზა შეიძლება 25 მგ-მდე შემცირდეს ან 100 მგ-მდე გაიზარდოს დღეღამეში; უკანასკნელ შემთხვევაში დოზა შეიძლება 2 მიღებაზე განაწილდეს.

გვერდითი მოვლენები
მოსალოდნელი თავბრუ, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, იშვითად - ზურგის ტკივილი, ფაღარათი, ცხვირში შეგუბება, დაღლილობა, მშრალი ხველება, სპაზმები და ტკივილი კუნთებში, ალერგიული რეაქციები; იშვიათად - სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების, ბილირუბინის, კალიუმის დონეების მატება.

უკუჩვენებები
* ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
* ჭარბი მგრძნობელობა ლოსარტანისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
ლოსარტანის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკურნალობისაგან მოსალოდნელი დადებითი შედეგისა და სარისკო გვერდითი მოვლენების დაპირისპირების საფუძველზე შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების პირობებში:
♦ თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევა, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა.
♦ სითხისა და/ან ნატრიუმის დეფიციტის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ან მკურნალობის დაწყება შემცირებული დოზით.
♦ ლოსარტანისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული მიღების შემთხვევაში ჰიპოტენზიური მოქმედების ურთიერთგაძლიერება მოხდება.
♦ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო დიურეტიკებთან კომბინაციის შემთხვევაში, ვინაიდან მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიაა მოსალოდნელი. ასეთ ვითარებაში ლოსარტანის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს.
♦ აასს-ებმა, განსაკუთრებით ინდომეტაცინმა შესაძლებელია ლოსარტანის ჰიპოტენზიური მოქმედება დააქვეითოს.
♦ კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, ციკლოსპორინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერკალიემია; თუ აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა აუცილებელია, სისხლში კალიუმის დონის სისტემატური განსაზღვრაა რეკომენდებული.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
ესპანეთი
Generic
losartan
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page