Lerkamen tab 10mg #60

Lerkamen tab 10mg #60

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - lercanidipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

ლერკამენი® (ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი) მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება კალციუმის არხების ბლოკერები (დიჰიდროპირიდინის წარმოებულები) და გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად.

ლერკამენი® გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, რომელსაც ასევე ეწოდება არტერიული ჰიპერტონია, 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში (ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის).
ოზრდილები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში ერთსა და იმავე დროს - უპირატესად დილით, საუზმემდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, რადგან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში მოქმედი ნივთიერების რაოდენობას. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია გაზარდოს ლერკამენის® დოზა 20 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში.
ტაბლეტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით.
გამოყენება ბავშვებში: 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მოცემული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ხანდაზმული პაციენტები: დღიური დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ მკურნალობის დასაწყისში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებით: პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა მკურნალობის დასაწყისში, ასევე, დღიური დოზის 20 მგ-მდე გაზრდისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია
არ მიიღოთ ლერკამენი®, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას და ბავშვის გაჩენას ან არ იყენებთ კონტრაცეპციის არც ერთ მეთოდს.
მოცემული პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ლერკამენის® მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
• თუ გაქვთ გულის ზოგიერთი სხვა დაავადება და ამავდროულად არ არის ჩადგმული კარდიოსტიმულატორი, ან თუ გაქვთ სტენოკარდია;
• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან ორსულობა უკვე დადგენილია) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატ ლერკამენის® უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში
დადგენილი არ არის. ცნობები არ არსებობს.
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
გერმანია
Generic
lercanidipine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page