About Product
ირდაპინ პლუსი
•მოქმედი ნივთიერებები: თითოეული აპკიანი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს, 6,945 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც არის 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
•დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატის (ძროხის რძისგან მიღებული) და ცელულოზის ნარევი), მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 200 უწყლო, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 615, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრი KB დაბალი სიბლანტით თეთრი 310A180023 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, კაოლინი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი), ოპადი KB დაბალი სიბლანტის წითელი 310A150004 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, კაოლინი, წითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი)
გამოყენება
•ირდაპინ პლუსი არის სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია, რომლებსაც ეწოდება ირბესარტანი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.
•ირდაპინ პლუსი შეიცავს 300 მგ ირბესარტანს, 5 მგ ამლოდიპინს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
•ირბესარტანი მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების შემაკავშირებელ ადგილს და ავიწროებს მათ. ეს ზრდის არტერიულ წნევას. ირბესარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ დამაკავშირებელ ადგილთან. შედეგად, სისხლძარღვები დუნდება და არტერიული წნევა იკლებს.
•ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია კალციუმის ანტაგონისტების სახელით. ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის შეღწევას სისხლძარღვების კედლებში და აჩერებს სისხლძარღვების შეკუმშვას, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას.
•ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური ჯგუფის ერთ-ერთი შარდმდენი პრეპარატი. ის ზრდის შარდის გამოყოფას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
•ირდაპინ პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
•თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ირდაპინ პლუსი შემდეგი მიზეზების გამო:
- არტერიული წნევის შესამცირებლად, თუ ის მაღალია.
- თუ თქვენი არტერიული წნევა ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ირბესარტანის, ამლოდიპინის ან ირბესარტანის/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიუხედავად.
მიღების წესი და მეთოდი:
•ირდაპინ პლუსი მიიღება პერორალურად.
•ტაბლეტები გადაყლაპეთ ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით. ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის წინ ან მის შემდეგ.
•მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, სასურველია დილით ადრე. ტაბლეტების ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება უზრუნველყოფს საუკეთესო ეფექტს არტერიულ წნევაზე. ეს ასევე დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ, როდის უნდა მიიღოთ თქვენი ტაბლეტები.
დაიცავით ეს ინსტრუქციები, თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ირდაპინ პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25 C-ზე ქვემოთ, მშრალ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
Show More
More Info
214503
Brand
ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
Generic
irbesartan+hydrochlorthiazide+amlodipine