Etacizin tab 50mg #50

Etacizin tab 50mg #50

საქართველო

ავერსი-რაციონალი
-10% Extra With VISA Card
About Product
ჩვენებები

- ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;

- ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქტიკარდია (არაპარქსიზმული და პარქსიზმული);

- მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;

- მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.

დოზირების რეჟიმი

ეტაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 500 მგ 3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში პრეპარატის დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ დღეში), ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ).

სტაბილური ანტიარითმული ეფქეტი ვითარდება მისი პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, პრეპარატის ეფექტურობაზე და მის მიმართ ტოლერანტობაზე.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის შეკუმშვის ძალის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის დაქვეითება. იშვიათად ვითარდება არითმოგენული ეფექტი.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;

*გულის გამტარებლობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭშიდა გამტარებლობის მკვეთრი დარღვევა;

* არტერიული ჰიპოტენზია;

* გულის უკმარისობის მძიმე ფორმები;

* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. ამიტომ მისი დანიშვნა ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მათ შორის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.

ეტაციზინით მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
ethacizine
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page