Edarbi tab 40mg #28

Edarbi tab 40mg #28

ირლანდია

ტაკედა
-10% Extra With VISA Card
About Product
ედარბი

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კალიუმის აზილსარტან მედოქსომილი 42,68 მგ (40 მგ აზილსარტან მედოქსომილის ექვივალენტური), დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ფუმარის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქსი პროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები. აზილსარტან მედოქსომილი.

ჩვენებები: ესენციური ჰიპერტენზია მოზრდილებში.

დოზირება და მიღების წესი: ტაბლეტები მიიღება შიგნით კვებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდირებული საწყისი დოზა - 40 მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე - 80 მგ დღეში ერთხელ. კლინიკური ეფექტი ვლინდება 2 კვირაში, მაქსიმალური ეფექტი - მე-4 კვირისთვის. თუ არტერიული წნევა არ კონტროლირდება სათანადოდ მონოთერაპიის დახმარებით, მაშინ შესაძლებელია კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას.

გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ფაღარათი, სისხლის კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, გამონაყარი, ქავილი, კუნთების სპაზმები, დაღლილობის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპებები, სისხლის კრეატინინისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მატება, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებიმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ალისკირენთან კომბინაცია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელებს ფუნქციის დარღვევებით, ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ლითიუმთან - ლითიუმის კონცენტრაციის და მისი ტოქსიკურობის მომატება. თუ აუცილებელია კომბინაცია, რეკომენდირებულია ლითიუმის დონის სათანადო მონიტორინგი სისხლში. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან - ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება, თირკმელების ფუნქციის გაუარესების მომატებული რისკი და სისხლში კალიუმის დონის ზრდა. მკურნალობის დასაწყისში რეკომენდირებულია ადექვატური ჰიდრატაცია და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. კალიუმ შემნახველი შარდმდენები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები ან ჰეპარინი - კალიუმის კონცენტრაციის ზრდა. საჭიროებისამებრ რეკომენდირებულია კალიუმის მონიტორინგი.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევით და თირკმელების დაავადების ბოლო სტადიით. პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობა - არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ჰიპერტენზიულ პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით. პაციენტები შეგუბებითი გულის უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით ან თირკმლის არტერიის სტენოზით - აგფ ინჰიბიტორებით და ანგიოთენზინ II ანტაგონისტებით მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მწვავე არტერიულ ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთან ან იშვიათად, თირკმელების მწვავე უკმარისობასთან, რაც საჭიროებს სიფრთხილის გამოჩენას. არტერიული წნევის გადაჭარბებულმა დაქვეითებამ პაციენტებში გულის იშემიური დაზიანებით ან თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებით შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის და ელექტროლიტების დონის ყურადღებით კონტროლირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ედარბის და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე. პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის გამოხატული შემცირებით ან გაუწყლოვნებით შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის სიმტომური დაქვეითება. უნდა მოხდეს გაუწყლოვნების კორექცია ან მკურნალობა დაიწყოს სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. პაციენტები პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით არ რეაგირებენ ამ ჯგუფის ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებებზე. მკურნალობის პერიოდში არსებობს კალიუმის მომატების რისკი, რაც განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულ ასაკში, პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით ან სხვა თანხმლები დაავადებებით სისხლში. საჭიროებისამებრ აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლირება. რეკომენდირებულია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პაციენტებში აორტალური ან მიტრალუ
Show More
More Info
Brand
ტაკედა
Country
ირლანდია
Generic
azilsartan medoxomil
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page