შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს:ტელმისარტანს 80მგ;ჰიდროქლორთიაზიდს 12.5მგ.
გამოყენების ჩვენებები: კორტელ-H ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ტელმისარტანის მიღებისას ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტის მიმართ; მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების წარმოებულების მიმართ (ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულს); ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<30 მლ-წთ). რეფრაქტერული ჰიპო- და ჰიპერკალიემია; ბილიარული გზების ობსტრუქციული დაავადებები; ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება დიაბეტის ან თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<60მლ-წთ-1.73 მ2).
დოზირება და გამოყენების ჩვენებები: ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ტელმისარტანით ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი. თითოეული კომპონენეტების დოზების ტიტრაცია უნდა მოხდეს ფიქსირებულ კომბინირებულ პრეპარატით მკურნალობაზე გადასვლამდე. კორტელ-H დოზირებით-40მგ-12.5მგ ინიშნება დღეში ერთხელ თუ 40მგ ტელმისარტანით მკურნალობის ფონზე ვერ ხერხდება წნევის ადექვატური კონტროლი. კორტელ-H დოზირებით-80მგ-12.5მგ ინიშნება დღეში ერთხელ თუ 80მგ ტელმისარტანით მკურნალობის ფონზე ვერ ხერხდება წნევის ადექვატური კონტროლი. სპეციალური პიპულაციები: თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები: საჭიროა თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის მაქსიმალური დოზა შეადგენს 40მგ-12.5მგ დღეში ერთხელ. პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის. პედიატრიული პოპულაცია: ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. გამოყენების მეთოდი: ტელმისარტანი-ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები მიიღება შიგნით (პერორალურად) დღეში ერთხელ სითხის მიყოლებით, საკვებისგან დამოუკიდებლად.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.