შემადგენლობა: ვალსარტანი , ამლოდიპინი, ჰიდროქლოროთიაზიდი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, სხვაკომბინაციები. ჩვენებები: ესენციალური (პირველადი) არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. აღნიშნული კომბინირებული პრეპარატი არ არის ნაჩვენები არტერიული ჰიპერტენზიის საწყისი თერაპიისთვის. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის, სულფონამიდის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია. ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო, პრეპარატი ექსფორჯი H უკუნაჩვენებია ანურიის მქონე პაციენტებისთვის. ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების II (არა II), მათ შორის ვალსარტანის, ან ანგიოტენზინ_x0002_გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენება ალისკირენთან კომბინაციაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. დოზირება: პრეპარატის ექსფორჯი H რეკომენდირებული დოზს შეადგენს ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში. შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30С ტემპერატურაზე, ტენისგან დასაცავად დამზადებულ ორიგინალურ შეფუთვაში. გაცემის კატეგორია: რეცეპტის მიხედვით.