Co-Diroton tab 20mg+12.5mg #30
Co-Diroton tab 20mg+12.5mg #30

Co-Diroton tab 20mg+12.5mg #30

პოლონეთი

გედეონ რიხტერი პოლსკა
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი

ჩვენებები: ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და ხანგრძლივობით, რომელსაც ის დაადგენს.

ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არასაკმარისად
გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ(ლიზინოპრილის შესაბამისს). ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; - მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია; - ჰიპერკალიემია; - პირველადი ალდოსტერონიზმი; - აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; - კვინკეს შეშუპება; - ორსულობა და ლაქტაცია.

შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი პოლსკა
Country
პოლონეთი
Generic
lisinopril+hydrochlorothiazide
Dose
20მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page