Cardolax tab 25mg #30

Cardolax tab 25mg #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შეიცავს მეტოპროლოლის ტარტრატს 25 მგ,
ჩვენებები: - არტერიული ჰიპერტენზია – გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპერატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონარული დაავადებების შედეგად (მათ შორის, უეცარი სიკვდილის სიხშირეს) ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში.
- სტენოკარდია. პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
- შემარჩუნებელი თერაპია – მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის.
- გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
- ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად)
- შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.
- გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.

მიღების წესები და დოზები: მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. აუცილებლობის შემთხვევაში, ტაბლეტი
შეიძლება გაიყოს შუაზე.
დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს გამოხატული ბრადიკარდიის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზები:
ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა საშუალო ანუ ზომიერი ჰიპერტენზიის დროს შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ, დღიური დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა
ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდია: საწყისი დოზაა – 25-50 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ეფექტის მიხედვით ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ-დე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
შემარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 50-100 მგ. დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმია:
საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს ორჯერ ან სამჯერ დღეში. საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 200 მგ.-დე ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჰიპერთირეოზი:ჩვეულებრივი დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამის განმავლობაში 3_ 4 მიღებაზე.
ფუნქციური დარღვევები გულის ფრიალით: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს);
საჭიროებისამებრ, შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს);
საჭიროებისამებრ, შეიძლება მომატებულ იქნას 2X100 მგ-დე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი: თირკმლის დაავადების დროს პრეპარატის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
ღვიძლის ციროზის დროს ჩვეულებრივ, არ საჭიროებს კორექციას მეტოპროლოლის სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირების გამო (5-10 %). ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს (მაგალითად შუნტირების ოპერაციის შემდეგ) შეიძლება საჭირო გახდეს მეტოპროლოლის დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული (არ არის კლინიკური გამოცდილება).
თუ თქვენი აზრით ეგილოკი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია: გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
- გულის გამტარებლობის (წინაგულოვან-პარკუჭოვანი) დარღვევა;
- ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება)
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით, 14 დღის განმავლობაში.
მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15C-25C). შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი:II ჯგუფი(რეცეპტით)
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
metoprolol
Dose
25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page