Bisomor tab 5mg #30

Bisomor tab 5mg #30

ინდოეთი

ეჯ ფარმა
About Product
შემადგენლობა: თითოეული აპკით შემოგარსული 5 მგ ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი-5 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი - 146,50 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 21,10 მგ, კროსკარმელოზას ნატრიუმი -1,80 მგ, მაგნიუმის სტეარატი -3,60 მგ. საღებავი Wincoat WT AQ 01069 (ფორთოხლისფერი) - რომელიც შედგება ჰიპრომელოზასგან-61,00 მგ, მაკროგოლი 400-სგან-9.50 მგ, ტიტანის დიოქსიდისგან - 17.20 მგ, ტალკისგან-4,77 მგ, მაკროგოლი 6000-სგან - 6,02 მგ, ქინოლინის ყვითელი ალუმინის პიგმენტისგან-1,51 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექციური ბეტა 1-ადრენობლოკატორი

ჩვენებები: ჰიპერტენზია; გულის კორონარური დაავადება: სტაბილური სტენოკარდიის შეტევების პრევენცია; გულის ქრონიკული უკმარისობა.

დოზირება და მიღების წესი: წამალი ბიზომორი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, მცირე ოდენობის სითხესთან ერთად, დილით უზმოზე, საუზმისას ან საუზმის შემდეგ. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს ან დაიფხვნას. ჰიპერტენზიის და სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა: საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის მკურნალობისას მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ. გულის ქრონიკული უკმარისობა: გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყებისას საჭიროა დოზის სპეციალური ტიტრირების სავალდებულო ფიქსაცია და რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა იწყება შემდეგი სქემის მიხედვით - რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს ბიზომორის 1.25 მგ-ს დღეში ერთხელ. ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს 2.5 მგ-მდე, 3.75 მგ-მდე, 5 მგ, 7.5 მგ და 10 მგ დღეში ერთხელ, მინიმუმ 2 კვირიანი ან მეტი ინტერვალით. ბიზომორის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისთვის შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ხელ. თუ წამლის დოზის მომატება ცუდად იქნება გადატანილი, პაციენტს შეუძლია დოზის შემცირება. დოზის შერჩევის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეს გულის უკმარისობის, წნევის დაქვეითების ან ბრადიკარდიის დროებითი გაუარესება. მკურნალობა ჩვეულებისამებრ ხანგრძლივია. თუ პაციენტს დასჭირდება მკურნალობის შეწყვეტა, ეს უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირებით.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მანქანისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ტაბლეტები 5 მგ: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, ღია ფორთოხლისფერი აპკით შემოგარსული ტაბლეტები. ჭრილის მხარეს არის ორი შრე, ტაბლეტის ბირთვი თეთრი ან მოთეთრო ფერისაა. 10 აპკით შემოგარსული ტაბლეტი ალუ.ცვ. ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიამობის ვადა: 3 წელი.
Show More
More Info
Brand
ეჯ ფარმა
Country
ინდოეთი
Generic
bisoprolol
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page