Attento 20mg+5mg tab #28
Attento 20mg+5mg tab #28

Attento 20mg+5mg tab #28

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი

პრეპარატი ატენტო შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის მედოქსომილს და ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით). ამ ორი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული არტერიული წნევის კონტროლი.
ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით
„ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი ხელს უშლის სისხლძარღვების კედელში
კალციუმის შეღწევას, რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას, შედეგად კი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას.

ორივე ნივთიერების მოქმედება ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ხელს უწყობს მათ მოდუნებას და იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
პრეპარატი ატენტო გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების მიღწევა ოლმესარტანის მედოქსომილის ან ამლოდიპინის ცალ-ცალკე მიღებით.

პრეპარატი ატენტო უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან კალციუმის
არხების ბლოკერების გარკვეული ჯგუფის პრეპარატების, დიჰიდროპირიდინების, ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6). თუ ფიქრობთ,რომ გაქვთ ალერგია, პრეპარატ ატენტოს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს (რეკომენდებული არ არის პრეპარატ ატენტოს მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზეც
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასევე, თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს ალისკირენის შემცველობით.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევა (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება).
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
თუ გაქვთ ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდება შემდეგი სიმპტომების არსებობით: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა (შოკი, კარდიოგენული შოკის ჩათვლით). კარდიოგენული შოკი წარმოადგენს შოკურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ.
გულიდან სისხლის გადინების შეფერხების დროს (მაგალითად, აორტის შევიწროების დროს (აორტის სტენოზი)).
გულის წუთმოცულობის შემცირებისას (შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან პერიფერიული შეშუპებით) გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი).

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ ატენტოს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ ატენტოს ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ატენტოს მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.

პრეპარატ ატენტოთი მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღება და დოზირება :
პრეპარატ ატენტოს რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტებს არ უნდა მიაყოლოთ გრეიფრუტის წვენი.

თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა. დე ლა გარეს გამზირი 1,
1611 ლუქსემბურგი
მწარმოებელი ბერლინ-ჰემი აგ გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
გერმანია
Generic
Olmesartan medoxomil+აmlodipine
Dose
20მგ+5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page