About Product
შემადგენლობა:
0,02 გ ბელადონას სქელი ექსტრაქტი, 0,1 გ ქსეროფორმი, 0,05 გ თუთიის სულფატი, დისტილირებული გლიცერინი 0,12 გ, ფუძე სუპოზიტორიისათვის (ვიტეფსოლი), რომელიც აუცილებელია 2,09-2,31 გ წონის მქონე სუპოზიტორიის მისაღებად.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს მომწვანო-მოყვითალო, მოყავისფრო ან ღია-ყავისფერ, ქსეროფორმის დამახასიათებელი სუნის მქონე სუპოზიტორიას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰემოროიდული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, შემკვრელი და გამომშრობი მოქმედება.
გამოყენების ჩვენება:
ბუასილი, უკანა ტანის ნახეთქები.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ნაწლავის ატონია, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, ტაქიარითმია, მიასთენია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად 1 სუპოზიტორიის ოდენობით 1-2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 7 სუპოზიტორიას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, უკანა ტანში წვის შეგრძნება, პირის ღრუს სიმშრალე, ყაბზობა, არითმია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა (აკომოდაციის დამბლა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, ჭარბი დოზირების შემთხვევაში გულისრევა, ღებინება, ფსიქომოტორული დარღვევა, კრუნჩხვები, შარდის გამოყოფის გაძნელება, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, ჰიპერთერმია. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის გამოყენება ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა და სხვა).
გამოშვების ფორმა:
სუპოზიტორია N5 კონტურულ შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა ყუთში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ არ არის რეკომენდებული.
გაიცემა ურეცეპტოთ.
მწარმოებელი: “ბიოსინთეზი”
უკრაინა
Show More
More Info
124413
Generic
xeroform+belladonna+zinca sulfat+glycerol