amlipin tab 5mg+5mg #30

amlipin tab 5mg+5mg #30

თურქეთი

ვენშოუ შოუჰინ
About Product
შემადგენლობა: ამლიპინი 5.10 მგ შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ამლოდიპინი 5 მგ, ლიზინოპრილი 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F18422 თეთრი - პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია; გულის ქრონიკული უკმარისობა; დიაბეტური ნეფროპათია.

დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში შიგნით მისაღებად, კვებისგან დამოუკიდებლად. საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

გვერდითი მოვლენები: ფაღარათი, ღებინება; გულისრევა, თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე; ანგიონევროზული შეშუპება. სახის კანის შეწითლება, ფეხების შეშუპება, მშრალი ხველა, პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებული ჰიპოტენზია; ტკივილი მკერდის არეში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ; ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი; გამოხატული დაბალი არტერიული წნევა; კარდიოგენური შოკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ვენშოუ შოუჰინ
Country
თურქეთი
Generic
lisinopril+amlodipine
Dose
5მგ+5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page