Xarelto tab 2.5mg #56

Xarelto tab 2.5mg #56

გერმანია

ბაიერ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - rivaroxaban
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 2.5 მგ.

კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
ქსარელტო ნაჩვენებია:
- კომბინაციაში მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის
მჟავასთან და კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან ერთად ათეროთრომბოზული
გართულებების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი
აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი (მკს) კარდიოსპეციფიკური მარკერების მომატებით;
- აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში ათეროთრომბოზული გართულებების
პროფილაქტიკის დროს ზრდასრულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის
იშემიური დაავადება (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადება (პად)
იშემიური გართულებების მაღალი რისკის დროს.

მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
ქსარელტოს რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში 2-ჯერ.
ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, გადატანილი
მწვავე კორონარული სინდრომის (მკს) შემდეგ
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ქსარელტოს დოზით 2.5 მგ 2-ჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ
აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური
დოზით 75-100 მგ კლოპიდოგრელთან კომბინაციაში დღიური დოზით 75 მგ ან ტიკლოპიდინთან
კომბინაციაში სტანდარტული დღიური დოზით.
ჩატარებული მკურნალობა პერიოდულად უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის
ინდიციდუალური წესით, იშემიური გართულებების და სისხლდენის განვითარების რისკებს
შორის ბალანსის თვალსაზრისით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს. ცალკეული
პაციენტებისთვის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 24 თვემდე, თუმცა ამ ხანგრძლივობის
მკურნალობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
ქსარელტოთ მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, მწვავე კორონარულ
სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, რევასკულარიზაციის
პროცედურების ჩათვლით. ქსარელტოს მიღების დაწყება საჭიროა ჰოსპიტალიზაციიდან
არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ და როდესაც პარენტერული ანტიკოაგულაციური პრეპარატების
შეყვანა, როგორც წესი, წყდება.
ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, გულის
იშემიური დაავადებით (გიდ) ან სიმპტომური პერიფერიული არტერიების დაავადებით (პად)
პაციენტებმა, რომელიბიც იღებენ რივაროქსს დოზით 2-ჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ
აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ.
ჩატარებული მკურნალობა რეგულარულად უნდა შეფასდეს თითოეული პაციენტისთვის
ინდივიდუალური წესით, იშემიური გართულებების და სისხლდენის განვითარების რისკებს
შორის ბალანსის თვალსაზრისით.
მწვავე თრომბოზული მოვლენების მქონე პაციენტებში ან სისხლძარღვებზე ჩარევის
აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ორმაგი ანტითრომბოზული თერაპია, უნდა
შეფასდეს პრეპარატის 2-ჯერ დღეში მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რაც
დამოკიდებულია თრომბოზული მოვლენის ან პროცედურის, აგრეთვე ანტითრომბოზული
თერაპიის ტიპზე.
რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2.5 მგ დოზით დღეში 2-ჯერ მიღებისას
აცეტილსალიცილის მჟავასთან და კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან კომბინაციაში,
შესწავლილი იყო მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს მწვავე
კორონარული სინდრომი. ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიის გამოყენება პრეპარატის 2.5 მგ
დოზით დღეში 2-ჯერ მიღებასთან კომბინაციაში გულის იშემიური დაავადების ან
პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებში, შესწავლილი არ არის.
ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის
რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს. არ
შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან (ვკა) გადასვლა ქსარელტოზე
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან რივაროქსზე გადასვლისას, საერთაშორისო ნორმალიზებული
შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეიძლება იყოს შეცდომით გაზრდილი.

ორსულობა და ლაქტაცია.
18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ
არის).
Show More
More Info
Brand
ბაიერ ფარმა
Country
გერმანია
Generic
rivaroxaban
Dose
2.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
56
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page