About Product
ტილანტა 90 მგ
• აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს.
• დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლის გრანულები, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი ოპადრი 03B220055 (ჰპმც 2910/ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი).
ტილანტა გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში, აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტითრომბოზული წამალი) კომბინაციაში ან ცალკე აცეტილსალიცილის მჟავასთან გამოყენების პირველი 3 თვის შემდეგ.
თქვენ მოგცეს ეს წამალი, რადგან გქონდათ:
• ადრე გქონიათ გულის შეტევა,
• გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი ან სტენოკარდია, რომელიც კარგად არ კონტროლდება).
ეს ამცირებს იმის შანსს, რომ კიდევ გქონდეთ გულის შეტევა, ინსულტი ან გარდაიცვალოთ გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული დაავადებით.
ტილანტა გავლენას ახდენს უჯრედებზე, რომლებსაც უწოდებენ "platelets” (ასევე თრომბოციტებს). ეს ძალიან მცირე სისხლის უჯრედები ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას ერთმანეთთან შეწებებით და სისხლძარღვებში პაწაწინა ხვრელების ჩაკეტვით, რომლებიც გაჭრილი ან დაზიანებულია.
თუმცა, თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ შექმნან თრომბები გულსა და ტვინში დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან:
• თრომბს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს სისხლის მიწოდება; ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან
• თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც არის წარმაავალი ხასიათის (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").
ტილანტა ხელს უწყობს თრომბოციტების შეწებების შეჩერებას. ეს ამცირებს სისხლის შედედების წარმოქმნის შანსს, რომელიც ამცირებს სისხლის ნაკადს.
მიღება:
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
• საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი (დამტვირთავი დოზა 180 მგ) ერთდროულად მიღება. ამ დოზას ჩვეულებრივ გაძლევენ საავადმყოფოში.
• საწყისი დოზის მიღების შემდეგ, ჩვეულებრივი დოზა 12 თვის განმავლობაში არის ერთი 90 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი არ გაცნობებთ სხვა დროს.
• მიიღეთ წამალი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დღეში (მაგ. 1 ტაბლეტი დილით, 1 ტაბლეტი საღამოს).
თქვენი ექიმი ჩვეულებრივ ასევე გეტყვით, რომ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა. ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი უნდა მიიღოთ (ჩვეულებრივ 75-150 მგ დღეში).
შენახვა:
შეინახეთ ტილანტა ბავშვებისვის უხილავ და მიუწვდომელ ადგფილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
Show More