Santafer Forte tab #30

Santafer Forte tab #30

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ferrous (III) hydroxyde polymaltose complex, folic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების

საღეჭი ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს რკინას და ფოლიუმის მჟავას. გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ და პრევენციისათვის ფოლიუმის მჟავის მიმართ მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირეებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.
საღეჭი ტაბლეტების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი და არსებობს ფოლიუმის მჟავას მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება. მაგრამ საღეჭი ტაბლეტები, უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.
საღეჭი ტაბლეტების გამოყენების წესი
საღეჭი ტაბლეტები შესაძლოა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს მთლიანად და მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
• რკინის დეფიციტის პრევენციისათვის და ლატენტური რკინის ნაკლებობის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ.
• გამოხატული რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ასევე ფოლიუმის მჟავას მაღალი მოთხოვნილების დროს მიიღება: 1 საღეჭი ტაბლეტი 2-3 -ჯერ დღეში.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. თუ სისხლის პარამეტრები უბრუნდება კვლავ უბრუნდება ნორმას, მაშინ გრძელდება მკურნალობა დღეში 1 საღეჭი ტაბლეტით ორსულობის ბოლომდე რკინის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რკინის მარაგის შესავსებად.
მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას
საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.
ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.
ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
Ferric hydroxide polymaltose complex + Folic acid
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page