Rheosorbilact inf solution 400ml in vial
Rheosorbilact inf solution 400ml in vial

Rheosorbilact inf solution 400ml in vial

უკრაინა

იურია ფარმი
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - Natrii lactas+Sorbitolum+Na+Mg+K+Ca
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის საკორექციო საშუალებები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ხსნარის 1 მლ შემადგენლობა - სორბიტოლი 60,0 მგ, ნატრიუმის ლაქტატი (ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით) 19,0 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 6,0 მგ, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი (კალციუმის ქლორიდზე გადაანგარიშებით) 0,1 მგ, კალიუმის ქლორიდი 0,3 მგ, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი (მაგნიუმის ქლორიდზე გადაანგარიშებით) 0,2 მგ;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა:
საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე; თეორიული ოსმოლარობა – 891 მოსმოლ/ლ; პH 6,00-7,60; იონური შემადგენლობა: პრეპარატის 1 ლ შეიცავს Nა+ - 272,20 მმოლ, K+ - 4,02 მმოლ, ჩა++ - 0,90 მმოლ, Mგ++ - 2,10 მმოლ, ჩლ- - 112,69 მმოლ, Lაც- – 169,55 მმოლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ელექტროლიზურ ბალანსზე მოქმედი ხსნარები. ელექტროლიტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

კლინიკური მახასიათებლები:
ჩვენებები
კაპილარული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ტრავმული, ოპერაციული, ჰემოლიზური, ტოქსიკური და დამწვრობის შოკის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მწვავე სისხლის კარგვის, დამწვრობის დროს; ინფექციური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ინტოქსიკაცია, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავების დროს; სეფსისი; წინასაოპერაციო მოსამზადებელ პერიოდში და პოსტოპერაციულ პერიოდში; არტერიული და ვენოზური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ენდარტერიიტების, რეინოს დაავადების პროფილატიკის მიზნით.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. რეოსორბილაქტი არ გამოიყენება ალკოჰოლიზმის დროს, ასევე მაშინ, როცა უკუნაჩვენებია დიდი მოცულობით სითხის შეყვანა (სისხლის ჩაქცევა ტვინში, თრომბოემბოლია, გულ-სისხლძარღვთა დეკომპენსაცია, არტერიული ჰიპერტენზია III ხარისხის, გულის დეკომპენსირებული მანკი, თირკმელების ტერმინალური უკმარისობა), გაუწყლოვნება, ოლიგურია.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები
არ გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალების გამხსნელი-მატარებლის სახით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უკუჩვენების მონაცემები არ არის.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს
იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატი გამოიყენება სტაციონარის პირობებში, ასეთი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის.

გამოყენების წესი და დოზები
რეოსორბილაქტი შეიყვანება მოზრდილებში ვენაში წვეთოვნად 40-60 წვ/წთ სიჩქარით. საჭიროებისას, დასაშვებია პრეპარატის ნაკადით შეყვანა წვეთოვნად 30 წვ/წთ სიჩქარით შეყვანის გზით სინჯის ჩატარების შემდეგ. 15 წვეთის შეყვანის შემდეგ პრეპარატის გამოყენება წყდება, ხოლო 3 წუთის შემდეგ, რეაქციის არარსებობის პირობებში, რეოსორბილაქტი შეიყვანება ნაკადით.
ტრავმული, დამწვრობითი, პოსტოპერაციული და ჰემოლიზური შოკის დროს მოზრდილებში შეიყვანება 600-1000 მლ (10-15 მლ/კგ პაციენტის სხეულის წონის) ერთჯერადად და განმეორებით 600-1000 მლ (10-15 მლ/კგ პაციენტის სხეულის წონის) თავდაპირველად ნაკადით, შემდეგ წვეთოვნად. ქრონიკული ჰეპატიტის დროს მოზრდილებში შეიყვანება 400 მლ (6-7 მლ/კგ სხეულის წონის) წვეთოვნად. მწვავე სისხლის კარგვის დროს მოზრდილებში შეიყვანება 1500-1800 მლ (25 მლ/კგ-მდე სხეულის წონის). ასეთ შემთხვევაში რეოსორბილაქტით® ინფუზია რეკომენდებულია ჩატარდეს წინაჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალიზირებულ მანქანაში. წინასაოპერაციო პერიოდში და სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ – 400 მლ დოზირებით (6-7 მლ/კგ სხეულის წონის) წვეთოვნად 3-5 დღის განმავლობაში. სისხლძარღვების თრომბომაობლიტირებელი დაავადებების დროს – სხეულის წონის 8-10 მლ/კგ გადაანგარიშებით წვეთოვნად, განმეორებით დღეგამოშვებით, მკურნალობის კურსზე 10 ინფუზიამდე.

ბავშვები
ბავშვებში შეყვანის გამოცდილების მონაცემები არ არის საკმარისი
გვერდითი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერთერმია.
კარდიალური დარღვევები: არტერიული წნევის მომატება ან დაწევა, ტაქიკარდია, ქოშინი, აკროციანოზი.
Show More
More Info
Brand
იურია ფარმი
Country
უკრაინა
Generic
sorbitolum+sodium lactate+sodium chloride+calcium chloride+potassium chloride+magnesium chloride
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
400მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page