Medoxaban tab 15mg #30

Medoxaban tab 15mg #30

ინდოეთი

ექსემედ ფარმაცევტიკალსი
About Product
მედოქსაბანი

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი მიკრონიზებული 15.00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 112, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

თერაპიული ჩვენებები:

მოზრდილები:

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ასაკი ≥75 წელი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და DVT-ს და PE-ს რეციდივების პრევენცია მოზრდილებში.


პედიატრიული მოსახლეობა
:
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა სხეულის მასა არის 30 კგ-დან 50 კგ-მდე, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობის სულ მცირე 5 დღის შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი
:
დოზირებ:

ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში
რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში, რაც ასევე მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა. რივაროქსაბანით თერაპია უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, იმ პირობით, რომ ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციის სარგებელი აჭარბებს სისხლდენის რისკს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, შემდეგ გააგრძელოს მიღება მეორე დღიდან ერთხელ დღეში, როგორც რეკომენდებულია. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად იმავე დღეს დოზა არ უნდა გაორმაგდეს.

შენახვის პირობები:

ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ექსემედ ფარმაცევტიკალსი
Country
ინდოეთი
Generic
rivaroxaban
Dose
15მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page