Fersinol-Z caps #30

Fersinol-Z caps #30

ეგვიპტე

ე.ი.პ.ი.კ.ო.
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ferrous sulfate+Vit.C,B1,B2,B6,B9,PP *
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:

რკინის სულფატი გამომშრალი 150.0 მგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) 0.5 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 50.0 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 2.0 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 2.0 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 1.0 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 10.0 მგ
თუთია (სულფატის ფორმით) 25.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებები. ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰემოპოეზის მასტიმულირებლები, რკინის პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
_ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
_ რკინის ფარული დეფიციტი;
_ სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
_ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
_ ჰიპო- და ავიტამინოზები.
უკუჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინის B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტით);
_ ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
_ ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
რათა არ მოხდეს რკინის შეწოვის დაქვეითება რეკომენდებული არ არის კაფსულებზე შავი ჩაის, ყავის, რძის მიყოლება.
განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნებულობა, დეპრესია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტის დროს 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.
ორსულ ქალებში, დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთკვირიანი შესვენებით მშობიარობამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ.
ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის კონტროლით. რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს სრულად შევსებამდე.
სამედიცინო აბორტის წინ 1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ 1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუალურ პერიოდში: 1 კაფსულა 2 დღე მენსტრუაციის დაწყებამდე, მთელი ციკლის განმავლობაში და 2 დღე მისი დამთავრების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
პირებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.
Show More
More Info
Brand
ე.ი.პ.ი.კ.ო.
Country
ეგვიპტე
Generic
ronvit B-1+vit B-2+vit B-6+acidi nicotinici+acidi folici+ac ascorbinici+zinc
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page