Ferretab caps 304.2mg+20mg caps #30
Ferretab caps 304.2mg+20mg caps #30

Ferretab caps 304.2mg+20mg caps #30

ავსტრია

ჯი ელ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ferrous fumarate,Ascorbisc acid
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: რკინა (II) - ფუმარატი და ასკორბინის მჟავა.
1 კაფსულა შეიცავს 304,2 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტური 100 მგ ორვალენტიანი რკინა) და 20 მგ ასკორბინის მჟავას.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლიაკრილატის დისპერსია 30%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ერითროზინი (E127), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

გამოყენება
ფერეტაბი თავისი განსაკუთრებული სტრუქტურით საშუალებას იძლევა ორგანიზმში სწრაფად შეივსოს რკინის დეფიციტი.
ფერეტაბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რკინის ფუმარატს მინი-ტაბლეტის სახით, რომელიც რკინის მაღალი კონცენტრაციის გამო იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
ფერეტაბი გამოიყენება რკინის დეფიციტის და სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს,

უკუჩვენებები
ფერეტაბის მიღება არ შეიძლება
- რკინის ფუმარატზე, ასკორბინის მჟავაზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ზემოთ) ალერგიის შემთხვევაში.
- ორგანიზმში რკინასთან დაკავშირებული დაავადებების (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ქრონიკული ჰემოლიზი) დროს.
- რკინის უტილიზაციის დარღვევასთან დაკავშირებული ანემიის დროს (სიდეროაკრესტიული ანემია, ტყვიის ანემია, თალასემია).
- პერნიციოზული ანემიის დროს (ვიტამინ B12-ის დეფიციტი), ჰემოლიზური ანემიის, აპლასტიკური ანემიის ან ანემიის სხვა ფორმებისას, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით.
- სისხლის პიგმენტში პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში.

მიღების წესი
პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით.
ერთი მთლიანი კაფსულა მიიღება საუზმემდე ან ჭამამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.
თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არის, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში.
რკინა-დეფიციტური მძიმე ანემიის შემთხვევაში, მოზრდილებში და მოზარდებში, რომელთა სხეულის წონა 50 კგ-ს აღემატება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 კაფსულამდე დღეში ორჯერ მკურნალობის დასაწყისში.

გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში:
ფერეტაბი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რკინის მაღალი შემცველობის გამო.
რკინის დეფიციტის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ხანგრძლივობა საჭიროა რამდენიმე (8-12) კვირის განმავლობაში რკინის დეფიციტის შესავსებად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში შრატში რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალურ მომატებამდე. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას სისხლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.
დოზის გადაჭარბება
რკინის უკიდურესად მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა შემდეგი სიმპტომებით:
მიღებიდან 1-6 საათის განმავლობაში:
კუჭის ტკივილი, ღებინება, მოშავო ფერის დიარეა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, შოკი, უგონო მდგომარეობა.
მიღებიდან 6-24 საათის განმავლობაში:
ცხელება, სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ლეიკოციტები), სისხლის პლაზმის ჰიპერმჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი), კოაგულაციის დარღვევა, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.
სიცოცხლისთვის საშიში რკინით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ, რკინის დანამატები ყოველთვის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისას ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე კაფსულა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!
Show More
More Info
Brand
ჯი ელ ფარმა
Country
ავსტრია
Generic
iron+vit C
Dose
304.2მგ+20მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page