Exopine 4000 me/04 ml #10
Exopine 4000 me/04 ml #10

Exopine 4000 me/04 ml #10

თურქეთი

ვემ ილაჩ სანაი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Exopine

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 40მგ ნატრიუმის ენოქსაპარინს, რაც 4000 ანტი-Xa სე-ს ექვივალენტია.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ჩვენებები
– ზოგადი ქირურგიული ჩარევის ან ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვენური თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება;
– ვენურ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან აცილება მწვავე დაავადებების დროს (როგორიცაა, გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ინფექციები და რევმატული დაავადებები) და მწოლიარე პაციენტებში;
– კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ღრმა ვენური თრომბოზი (ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების ვენური შეგუბებითი თრომბით, ფილტვის სისხლძარღვებში თრომბული ბლოკირების მიუხედავად);
– არასტაბილური სტენოკარდიის და გარკვეული ტიპის გულის შეტევის (არა Q-ტალღოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი) მკურნალობა, მიიღება ასპირინთან ერთად;
– თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება დიალიზის დროს (დიალიზი პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტის სისხლი იწმინდება სპეციალურ აპარატში გავლით გარკვეული ინტერვალებით, როდესაც თირკმელები ვერ ასრულებს სისხლის გამწმენდ ფუნქციას) აპარატის მილებში სისხლის დინებისას;
- კლინიკური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (STEMI), რომელიც ვლინდება ეკგ-ზე ST სეგმენტის გაზრდით და გამოწვეულია გულის კუნთში სისხლნაკლებობით (პრეპარატის დანიშვნა შესაძლოა საჭირო გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სამედიცინო მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ინტერვენცია [PCI]).

უკუჩვენებები
– ალერგია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
– ალერგია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური მასის ჰეპარინის წარმოებულების მიმართ, როგორიცაა ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი;
– ბოლო 100 დღის განმავლობაში გამოვლენილი რეაქცია ჰეპარინზე (როგორიცაა ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია), რომლის ნიშანია თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება;
– სისხლში ენოქსაპარინის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა;
– ძლიერი სისხლდენა ან მდგომარეობა სისხლდენის მაღალი რისკით (როგორიცაა კუჭის წყლული, ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის ჩატარებული ოპერაცია) და სისხლდენით გამოწვეული ინსულტი ბოლო პერიოდში;
– სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია ან წელის პუნქცია ბოლო 24 საათის განმავლობაში

გამოყენების წესი
ჩვეულებრივი დოზაა სხეულის წონის 1 კილოგრამზე 150 სე (1,5 მგ) დღეში ან სხეულის წონის 1 კილოგრამზე 100 სე/მგ (1 მგ) ორჯერ დღეში.

შენახვის წესი
ექსოპინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში
Show More
More Info
Brand
ვემ ილაჩ სანაი
Country
თურქეთი
Generic
enoxaparin sodium
Dose
4000სე/0.4მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page