Enoxaparina Rovi 40mg/4000UI #30
Enoxaparina Rovi 40mg/4000UI #30

Enoxaparina Rovi 40mg/4000UI #30

ესპანეთი

როვი ფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ენოქსაპარინი. თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 4.000სე ანტი-Xa აქტივობის ნატრიუმის ენოქსაპარინს (ექვივალენტურია 40მგ-ის) 0.4მლ საინექციო წყალში. სხვა დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი.
ჩვენება: სისხლში არსებული თრომბების სამკურნალოდ; სისხლში თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად შემდეგი მდგომარეობების დროს: ქირურგიული ოპერაციის წინ და მის შემდეგ; მწვავე დაავადების დროს და შეზღუდული მოძრაობის პერიოდში; არასტაბილური სტენოკარდიის დროს (მდგომარეობა, როცა საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება გულს); მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. სისხლის თრომბების წარმოქმნის შესაჩერებლად დიალიზის აპარატის მილებში (გამოიყენება თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში).

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის ენოქსაპარინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას. თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან სხვა დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის მიმართ, როგორიცაა: ნადროპარინი, ტინზაპარინი ან დალტეპარინი. თუ პაციენტს აღენიშნებოდა რეაქცია ჰეპარინის მიმართ, რომელმაც გამოიწვია სისხლის შემადებებელი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება-ამ რეაქციას ეწოდება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია-უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში, ან თუ პაციენტს აღენიშნება ანტისხეულები სისხლში ენოქსაპარინის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისხლდენა ან აქვს ძლიერი სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი (როგორიცაა კუჭის წყლული, უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე), მათ შორის უკანასკნელ პერიოდში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი; თუ პაციენტი ღებულობს ენოქსაპარინ როვის სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ და უნდა ჩაუტარდეს სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზია ან ლუმბალური პუნქცია 24 საათის განმავლობაში
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის, შესაძლო დაორსულების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. პაციენტი შეიძლება იმყოფებოდეს სისხლის თრომბის ფორმირების გაზრდილი რისკის ქვეშ, თუ არის ორსულად და აქვს მექანიკური გულის სარქველი. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ლაქტაციის კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მედიკამენტის დოზირება: მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ენოქსაპარინი როვის დოზას.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: ენოქსაპარინი როვის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.
შენახვის წესი: ინახება 25C-ის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა. ენოქსაპარინი როვის წინასწარ შევსებული მზა შპრიცები წარმოადგენს ერთჯერადი დოზის კონტეინერებს; ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
როვი ფარმა
Country
ესპანეთი
Generic
enoxaparin sodium
Dose
4000სე/0.4მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page