Cardioasmagne tab 75mg+15.20mg #100
Cardioasmagne tab 75mg+15.20mg #100

Cardioasmagne tab 75mg+15.20mg #100

საქართველო

ჯი-ემ-პი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): magnesium hydroxide, acetylsalicylic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → ანტიაგრეგანტები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:
აცეტილსალიცილის მჟავა - 75 მგ / 150 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი - 15,2 მგ / 30,39 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი - 9.5 მგ/19.0 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა - 12.5მგ/25.0 მგ
მაგნიუმის სტეარატი - 150 მკგ/305 მკგ
კარტოფილის სახამებელი - 2.0 მგ/4.0 მგ
გარსი:
ჰიპრომელოზა (მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 15) 480 მკგ/1.2 მგ
პროპილენგლიკოლი - 90 მკგ/240 მკგ
ტალკი - 280 მკგ/720 მკგ.

მიღების ჩვენებები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის უკმარისობა რისკ-ფაქტორების არსებობისას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მოწევა, ხანდაზმული ასაკი).
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა.
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა (აორტოკორონარული შუნტირება, კანგავლითი ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა).
არასტაბილური სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტებს ყლაპავენ მთლიანად, წყლის დაყოლებით. სურვლის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს, დაიღეჭოს, ან წინასწარ გაისრისოს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი, ან გულის მწვავე უკმარისობა, რისკ-ფაქტორების არსებობისას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მოწევა, ხანდაზმული ასაკი)
150 მგ ასმ-ას შემცველი კარიდიომაგნილის 1 ტაბლეტი პირველი დღეღამის განმავლობაში, შემდეგ 75 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, კანგავლითი ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა) თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
არასტაბილური სტენოკარდია
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში

გამოყენება ორსულობის პერიოდში
ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენება ასოცირდება ნაყოფის დეფექტის განვითარების რისკთან. ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ რისკი-სარგებელის მკაცრი შეფასებით.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატები მაღალი დოზით (მეტი 300 მგ/დღეღამეში) იწვევენ სამშობიარო მოქმედების დამუხრუჭებას, ნაყოფის არტერიული სადინარის ნაადრევ დახურვას, დედის და ნაყოფის სისხლდენებისადმი მომატებულ მზაობას, ხოლო უშუალოდ მშობიარობის წინ დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ქალასშიდა სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით აღწევენ დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში სალიცილატების შემთხვევით მიღებას თან არ ახლავს ახალშობილში გვერდითი მოვლენების განვითარება და არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას. თუმცა პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას, ან მისი მაღალი დოზით დანიშვნისას, ძუძუთი კვება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
საქართველო
Generic
acetylsalicylic acid+magnesium hydroxide
Dose
75მგ+15.2მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page